კსუ-ის რექტორი Ventures Agile Precis-ის პრეზიდენტს შონ ჰამილტონს შეხვდა
16 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია ’’Ventures Agile Precis“-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შონ ჰამილტონს შეხვდა.
ორგანიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსით ამარაგებს და მსოფლიო სამუშაო ბაზარზე პოტენციური თანამშრომლების რეკტურიტებას ეწევა. ამ გზით, VAP ცდილობს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშოს და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარებასა და ზრდას ხელი შეუწყოს.
რექტორთან შეხვედრის დროს, შონ ჰამილტონმა აღნიშნა, რომ გარდა სამთავრობო სტრუქტურებისა, ორგანიზაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს და ნიჭიერი, ლიდერობის უნარის მქონე სტუდენტებით ინტერესდება. წარმატებულ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ორგანიზაციის ქართულ ოფისში სტაჟირება, შემდგომში კი ამერიკაში – ვირჯინიის უნივერსიტეტში პრაქტიკა გაიარონ.
შეხვედრის დროს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, რაც პირველ ეტაპზე კსუ-ის ბაზაზე საჯარო ლექციების ჩატარებას გულისხმობს.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი