„როგორ მუშაობს ევროკავშირი?“ – SANGU-ში საჯარო ლექციების ციკლი გაიმართება
20, 21 და 22 აპრილს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პროფესორი რომან სტრასერი თემაზე – „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“, საჯარო ლექციების ციკლს გამართავს.
უნივერსიტეტის მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციების თემატიკა ასეთია:
- 20 აპრილი – ევროკავშირის შექმნა და განვითარება 50-იანი წლებიდან დღემდე, ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირება;
- 21 აპრილი – ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა;
- 22 აპრილი – ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი, ევროკავშირის როლი მოქალაქეების ცხოვრებაში, ევროკავშირის გამოწვევები 2026 წლის ბოლოსთვის, საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი.
თითოეული შეხვედრა 2 საათი გაგრძელდება, სასაუბრო ენა კი ინგლისური იქნება.
ცნობისთვის, პროფ. რომან სტრასერი წარმოშობით ლუქსემბურგიდანაა და უკვე 37 წელზე მეტია, რაც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის (ქრისტიან-დემოკრატები) ჯგუფის სამდივნოში მუშაობს. სხვადასხვა დროს მას ეკავა პოლიტიკური მრჩევლის, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციები. იგი ასევე გახლავთ ევროპარლამენტის – საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი გენერალური მდივანი.
-
SANGU-ში იტალიური ენის უფასო კურსები იხსნება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო სესია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიეძღვნა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი