CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
29 იანვარს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი ლაშა ბოდაველი უძღვებოდა. პროგრამით დაინტერესებულ მსმენელთა წინაშე წარსდგა პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე. მან აქცენტი პროგრამის უპირატესობებზე, მრავალფეროვან სასწავლო-სამეცნიერო ბაზაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და აქტუალურ დარგობრივ კვლევით მიმართულებებზე გააკეთა.
CIU-ს დოქტორანტურის სამსახურიდან სასწავლო-კვლევითი პროცესის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრეს კოორდინატორებმა: ქეთევან შოშიაშვილმა და გელა გიორგაძემ.
აუდიტორიის წინაშე წარსდგა სალენტოს უნივერსიტეტის (იტალია) დოქტორანტი სანა რემანი (პაკისტანი). აღსანიშნავია, რომ სარა რემანი CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე თავისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ექვსთვიან კვლევას ატარებს. მან სიტყვით გამოსვლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სალენტოს უნივერსიტეტს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რასაც ქართული მხარე სთავაზობს.
ღია კარის დღე CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის ტურით დასრულდა.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი