როგორ გადააქციეს მოსწავლეებმა საკლასო ოთახი პატარა შემოქმედებით სტუდიად – ერთი გაკვეთილის ისტორია
თუ გინდათ იცოდეთ, როგორ აქციოთ უბრალო ფრაზა იდეად, საკლასო ოთახი კი – პატარა შემოქმედებით სტუდიად, თანამედროვე განათლების აკადემიის მე-4 კლასის მოსწავლეების ერთი გაკვეთილის ისტორიას უნდა გაეცნოთ.
მეოთხეკლასელებმა, პედაგოგ ნათია კოხოძესთან ერთად, ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი ფოტო-კადრად აქციეს – ყველაფერი კი დაიწყო ერთი უბრალო ფრაზით – „მას, მოდი, პეპელას ფოტო გადავუღოთ“…
როგორც მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს უყვება, მოსწავლეებმა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი „დააფიქსირეს“ არა კამერით, არამედ ფურცელზე, ფერებითა და წარმოსახვით.
„თითოეული ეტაპი გადაიქცა „ფოტოკადრად“ – მოსწავლეებმა თითქოს დრო გააჩერეს და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები დაიჭირეს. ასე შევძელით, რომ სასიცოცხლო ციკლი აღარ ყოფილიყო მხოლოდ ტექსტი წიგნში – ის გადაიქცა ისტორიად, კადრებად, პატარა „ფოტოალბომად“, სადაც თითოეული სურათი სიცოცხლის გაგრძელებას გვიყვება. პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი აქტივობები. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ყველა ორგანიზმის ციკლები ასე წარმოვადგინოთ“, – აღნიშნავს ნათია კოხოძე.
ასევე იხილეთ:
პატარა „სიბრძნის კონები“ ქუთაისიდან – როგორ იმოგზაურეს მოსწავლეებმა იგავ-არაკების სამყაროში
-
კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან by მოსწავლის მშობელი
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი