გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კაროლი გასპარის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა.
უნივერსიტეტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რექტორთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ბატონმა რექტორმა სტუმარს მადლობა გადაუხადა მობილობისთვის და ხაზი გაუსვა უნგრულ მხარესთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნიელობას.
პროფესორმა კომარომიმ სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექციების ციკლი რელიგიის ანთროპოლოგიის საკითხებზე. განხილული იყო აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში არსებული რელიგიური პრაქტიკები, რელიგიათაშორისი ურთეირთობები და ხალხური წეს-ჩვეულებების ეთნოგრაფიული კვლევები. სტუდენტებმა აღმოსავლეთ ევროპულ და ქართულ რელიგიურ ტრადიციებს შორის საინტერესო პარალელები გაავლეს.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სადაც კაროლი გასპარის უნივერსიტერის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების პერსპექტივები განიხილეს.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან მობილობის გაზრდასა და გამოცდილების გაზიარებას.
-
„ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია ჩატარდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“-ის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი