CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
21 იანვარს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია – „სისხლით გადაცემადი ინფექციების პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მართვა“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ ალხანიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ჰეპატიტების (B და C) და აივ ინფექციის გავრცელების მექანიზმებზე, ინფიცირების პროფესიულ რისკებზე, სტომატოლოგიური პრაქტიკის უსაფრთხოების სტანდარტებზე, ასევე პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკის ალგორითმებზე, რომლებიც სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, განიხილავდნენ პროფესიულ გამოწვევებსა და ეთიკურ საკითხებს, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვერა ხუნძაკიშვილი და პროფესორი ლელა გრიგოლია.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი