GE

კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდებისათვის 146 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 13 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 146-ია, საიდანაც 112 ანაზღაურებადია, ხოლო 34 – ანაზღაურების გარეშე.

სამინისტროს მიერ დღეს, 17 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, ან/და ჯერ კიდევ სტუდენტია (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია).

წარმატებულ სტაჟიორებს გაუგრძელდებათ სტაჟირების ხელშეკრულება ან დასაქმდებიან სამინისტროს სისტემაში.

კონკურსის ფარგლებში, სამინისტროს აპარატში ცხადდება 10 ანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში ჯამურად 112 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი – 34.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური