„ახლო მომავალში, მასწავლებლებს შევთავაზებთ რეგულირების წესს, სადაც საუბარი იქნება მათ კვალიფიკაციასა და გამოცდებზე“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ახლო მომავალში პედაგოგები მიიღებენ რეგულირების დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება საუბარი მათ კვალიფიკაციასა და გამოცდებზე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცვლილება შევა ზოგადი განათლების კანონში, დაიწყებენ მუშაობას რეგულირების წესზე. „ამ ეტაპზე კი სქემაში ცვლილებების ასახვა მიმდინარეობს რეგულირების წესზე გადასვლამდე რაც იმოქმედებს.“
„მთავარი მნიშვნელოვანი ფიგურა, ალბათ, რომ ყველა ეს რეფორმა განხორციელდეს, არის მასწავლებელი, შესაბამისად, ჩვენ მასწავლებლებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება, ალბათ, ამ რეფორმებში ერთ–ერთი ხაზი სწორედ ამ მიმართულებით იქნება. რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, ჩვენ ერთგვაროვნად ვერ ვისაუბრებთ მასწავლებლებზე, გვყავს პედაგოგები, რომლებსაც ყველა ტიპის კომპეტენცია დადასტურებული აქვს, ასევე არიან პედაგოგები, რომლებსაც არ აქვთ ეს კომპეტენციები დადასტურებული. ახლო მომავალში, მასწავლებლებს შევთავაზებთ რეგულირების წესს, რომელზეც ახლა მიმდინარეობს საკანონმდებლო მუშაობა და აქ მოხდება ამის ასახვა. ხოლო მასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ განათლებაში არიან ჩართულები და ცდილობენ სტატუსი შეიცვალონ, მათთვის მიმდინარე წელს არაფერი იცვლება, ყველანაირი მიღწევები აღიარდება და, შესაბამისად, შეძლებენ იმავე გზით სტატუსის ცვლილებას, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი.
შემდეგ უკვე, მათი მეტი ჩართულობით მოხდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის შემუშავება და ეს იქნება, ალბათ, წესი, რომელიც მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ნაწილსაც დაარეგულირებს. სექტემბერში ამუშავდება მაძიებლობის პროგრამა, სკოლაში დასაქმების საშუალება მიეცემათ ახალ კურსდამთავრებულებს, უნივერსიტეტის და სკოლის ბაზაში მუშაობის პარალელურად ისინი შეძლებენ პროფესიულ განვითარებას“, – აცხადებს მანანა რატიანი EDU.ARIS.GE–სთან საუბარში.
ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება