„მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ 16 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“, რომელიც ჩვენმა საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. 16 პედაგოგს საქართველოს რეგიონებიდან და რაიონებიდან გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა და პირადად დააჯილდოვა.
EDU.ARIS.GE – გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებულთა სიას:
კახეთი – ნინო მათეშვილი. სოფელ ილიაწმინდას საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მათემატიკაში – იხილეთ ვიდეო
იმერეთი – ნათია გიგაშვილი. ჭიათურის მე–2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
ქვემო ქართლი – მარიამ ღვინჯილია. რუსთავის N21 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი დაწყებით კლასებში – იხილეთ ვიდეო.
მცხეთა მთიანეთი – გაგა ქორიძე. დუშეთის, სოფელ ლამოვანის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
სამცხე–ჯავახეთი – თემური ბერიძე. ადიგენის, სოფელ მოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო
გურია – შუშანიკ ლელაძე. ლანჩხუთის, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
აჭარა – ცირა ქობულაძე. ბათუმის, კერძო სკოლა „ევრო 2000“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო
სამეგრელო–ზემო სვანეთი. რუსუდან მურღულია. სენაკის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი. ნინო ნემსწვერიძე. ცაგერის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
შიდა ქართლი – არინა თავაქარაშვილი. გორის, ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი – იხილეთ ვიდეო.
აფხაზეთი – ნანა ჯალაღონია. აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – იხილეთ ვიდეო.
გლდანი–ნაძალადევის რაიონი – ლევან ლორია. საერო სკოლა ლომისი 1–ის ფიზიკის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
ძველი თბილისის რაიონი – მაკა სახურია. თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
დიდუბე–ჩუღურეთის რაიონი – ნინო თოდაძე. #130 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო
ვაკე–საბურთალოს რაიონი – თამარ ლომიტაშვილი. #192 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
ისანი–სამგორის რაიონი – გვანცა კალანდაძე. გოგიტა კიკნაძის სახელობის #182 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი – იხილეთ ვიდეო.
გამარჯვებულებსა და კონკურსის ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. 16 გამარჯვებული კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
EDU.ARIS.GE გილოცავთ გამარჯვებას და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ კონკურსში მონაწილეობისთვის თითოეულ მასწავლებელს!
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება