რომელი მასწავლებლების კვალიფიკაციას შეისწავლის განათლების სამინისტრო პარლამენტის რეკომენდაციით – თემატური მოკვლევის შედეგები

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო სხვადასხვა უწყებებს რეკომენდაციას აძლევს, რომ შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციებში სასწავლო პროცესში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის დიასპორული ორგანიზაციების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები.
საქმე ეხება საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებს, რომელიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, გივი მიქანაძემ 2025 წლის თებერვალში წარადგინა და რომლის სახელწოდებაა – „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ რეკომენდაციების ჩამონათვალს და იმ უწყებებს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოსგან მათი აღსრულება ევალებათ:
თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, ადრესატები და შესრულების ვადები
რეკომენდაცია 1. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის, 2021-2030 წლებისთვის სახელმწიფო ენის პროგრამის მიზნების მიღწევის, ამ პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების, ასევე დარგობრივი სამინისტროების შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისთვის საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტებმა დანერგონ დარგობრივი სამინისტროების ანგარიშების ყოველწლიური მოსმენის პრაქტიკა (სულ მცირე წელიწადში ერთხელ).
ადრესატი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურის კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. შესრულების ვადა: 2025 წლიდან.
რეკომენდაცია 2. დაიხვეწოს დიასპორული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სხვა ტიპის ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, აღრიცხვიანობა და მენეჯმენტი. სახელმწიფო ორგანომ უზრუნველყოს ისეთი მონაცემების შეგროვება, როგორიცაა (არასრული ჩამონათვალი): დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სფერო, ხელმისაწვდომი სერვისები და საკვირაო სკოლების მასწავლებლების კვალიფიკაცია, წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა და სხვა.
ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი.
რეკომენდაცია 3. გადაიხედოს დიასპორული ორგანიზაციების, განსაკუთრებით საკვირაო სკოლების, სახელმწიფო დაფინანსების/მხარდაჭერის არსებული მოდელი ან/და კრიტერიუმები. დადგინდეს მხარდაჭერის მექანიზმებში დიასპორული ორგანიზაციების მიერ სივრცის/ფართის (სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის) საიჯარო გადასახადის სუბსიდირების/თანადაფინანსების შესაძლებლობა და წინაპირობები. იჯარის სუბსიდირების/თანადაფინანსების მისაღებად შესაძლებელია დამატებით კრიტერიუმად განსაზღვრული იყოს მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა, პედაგოგების კვალიფიკაცია, იჯარის ზღვრული ოდენობა და სხვა.
ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2026 წლიდან.
რეკომენდაცია 4. უზრუნველყოფილი იყოს, წელიწადში სულ მცირე ორჯერ, სახელმწიფო დაფინანსების (საგრანტო პროექტები, მხარდაჭერის სხვა მექანიზმები) მართვისა და განხორციელების საკითხებზე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება და კონსულტაციების, ტრენინგების ჩატარება (მათ შორის ონლაინ რეჟიმში). საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის შესრულებაში უზრუნველყოფილი იყოს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობების ჩართულობა, მხარდაჭერა.
ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი.
რეკომენდაცია 5. შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციებში სასწავლო პროცესში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი 52 სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის დიასპორული ორგანიზაციების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები.
ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი.
რეკომენდაცია 6. შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციების სახელოვნებო ჯგუფებში, ანსამბლებში ჩართული პედაგოგების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის სახელოვნებო ჯგუფების, ანსამბლების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები.
ადრესატი: საქართველოს კულტური სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი.
რეკომენდაცია 7. დადგინეს ხარისხიანი სასწავლო გეგმის შემუშავების ან/და გეგმის გაუმჯობესების მსურველი დიასპორული ორგანიზაციები, მათი სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სასწავლო გეგმის განვითარების ან/და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი მხარდაჭერა, ღონისძიებების განხორციელება.
ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წლიდან.
რეკომენდაცია 8. შემუშავდეს და დაინერგოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, მასწავლებლობის სურვილის მქონე პირებისთვის და მოქმედი მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების (მომზადება/გადამზადება) მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი.
რეკომენდაცია 9. კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ/ორგანოებმა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მასწავლებლობის სურვილის მქონე პირთა მომზადება/გადამზადების იმგვარის მექანიზმის დანერგვა და ამოქმედება, რომელიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მასწავლებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.
ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2026 წელი.
რეკომენდაცია 10. შემუშავდეს კრიტერიუმები და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, წელიწადში ერთხელ, დიასპორულ ორგანიზაციებში მოღვაწე მასწავლებლებისთვის/პედაგოგებისთვის ჯილდოს ან/და პრემიის გამოყოფას.
ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი.
რეკომენდაცია 11. არსებული რესურსის ფარგლებში, დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები და უზრუნველყოფილი იყოს საზღვარგარეთ მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის (სიმღერის, ცეკვისა და თეატრალური ჯგუფებისთვის) შესაბამისი ინვენტარის, ფორმების, 53 ინსტრუმენტების მიწოდება, ასევე ხელი შეეწყოს შემოქმედებითი ჯგუფების ღონისძიებების მოწყობას და მათში მონაწილეობას.
ადრესატი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი.
რეკომენდაცია 12. გაძლიერდეს თანამშრომლობა დიასპორული ორგანიზაციების თეატრალურ დასებთან. სახელმწიფო ორგანომ, ხელთარსებული რესურსის ფარგლებში და თეატრალური ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ქართული პიესების ადაპტირებას შესაბამისი დადგმებისთვის. ხელი შეეწყოს საზღვარგარეთ მოქმედი თეატრალური დასებთან საქართველოში მოქმედ სახელმწიფო თეატრებთან თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.
ადრესატი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: იხილეთ მოკვლევის ანგარიში
-
„დღეს მოსწავლის შეფასება ხელის შემშლელი უფროა, ვიდრე ხელის შემწყობი“ – დაჩი ნანობაშვილი გამოსავალის შესახებ by ARIS.GE-განათლება
-
„შედეგი, საქმიანობა, მართვა, ნება, ჩვენ“ – განათლების სისტემის პრობლემების საფუძვლები by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლა – როგორ ითანამშრომლებენ ყაზახეთი და საქართველო განათლების მიმართულებით by ARIS.GE-განათლება