CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ გამარჯვებულთა შორისაა პროექტი: „AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის“.
პროექტი მიზნად ისახავს, დიდი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ჯანდაცვის სფეროსა და ლაბორატორიული მედიცინის მიზნებისთვის გამოყენების ეფექტური მოდელის შექმნას.
აღნიშნულ პროექტში წამყვანი ორგანიზაციაა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, თანამონაწილე კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე 528 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა ტექნიკური ექსპერტიზა გაიარეს და შესაფასებლად 493 პროექტი გაიგზავნა. კონკურსში მონაწილე 491 პროექტი ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად შეფასდა, ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე კი, საბოლოოდ, დასაფინანსებლად 111 პროექტი შეირჩა.
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი