უნივერსიტეტი ან მისი პროგრამა ჩაითვლება ავტორიზებულად/აკრედიტებულად ვადის ამოწურვის მიუხედავად – რა ცვლილება შედის კანონში
მიმდინარე წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციას უკავშირდება.
რა ცვლილებებს დაამტკიცებს პარლამენტი განათლების მიმართულებით საგაზაფხულო სესიაზე – გეგმის დოკუმენტი
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში ცვლილების შესახებ განმარტავენ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩაითვლება ავტორიზებულად ან საგანმანათლებლო პროგრამა – აკრედიტებულად, მიუხედავად ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევისა.
“ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების წესი და პირობები დამატებით დადგენილი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით”, – აღნიშნავენ საკანონმდებლო ორგანოში.
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება