მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა განისაზღვრა – 2017-18 სასწავლო წელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დადგენილების საფუძველზე, 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა.
2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 054 250 ლარის ოდენობით.
2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობების (შემდეგში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) მიხედვით:
(როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომელ უნივერსიტეტს ექნება დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამა, ჯერ ცნობილი არ არის).
დადგენილების თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უნდა უზრუნველყონ არა უმეტეს ამ დადგენილების მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.
დადგენილებაში წერია, რომ თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
ამასთან, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
მასწავლებელთა 60–კრედიტიანი მომზადების პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა. მათ, ვისაც სურს პროგრამის გავლა, შესაბამისი საგნობრივი გამოცდა უნდა ჩააბაროს ან ჩაბარებული ჰქონდეს. ამის შემდეგ კიდევ ერთი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც თავად სურს გადამზადების პროგრამის გავლა. სახელმწიფო, აღნიშნულ პროგრამაში ყველაზე წარმატებულ აპლიკანტებს, სრულად დააფინანსებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კი მასწავლებლობის მსურველები სერტიფიკატებს მიიღებენ, რომელიც მათ საფეხურეობრივ კატეგორიაში პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს და სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საფეხურზე დასაქმდებიან.
მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება