მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა
განათლების სამინისტრომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი დაამტკიცა.
ბრძანება, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს უკვე ამოქმედდა.
გრანტის მინიჭების წესი:
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილების რაოდენობა:
სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 5 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.
პროცედურა:
- სამინისტრო ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
- პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
- პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სამინისტროსათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსების მინიჭების შესახებ.
- პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიენიჭოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, იღებს შესაბამისი პირი, რომელიც ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენამდე, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამინისტროს.
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
- გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ზევით ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასური უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
დაფინანსების მიღების უფლების შეზღუდვა:
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
2. დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება