„მათემატიკური და ვერბალური ნაწილისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ არის“, – აბიტურიენტები
ზოგადი უნარების გამოცდის მეორე სესია დასრულდა. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების თქმით, მათემატიკური და ვერბალური ნაწილისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ არის.
„მხოლოდ ვერბალური ნაწილი დავწერე, მაგრამ დრო კარგად არ მეყო. ვერბალური ნაწილის დასრულებამდე, ბოლოს ისე ვხაზავდი სწორ პასუხებს არც ვუყურებდი მათემატიკურ ნაწლში კი ძირითადად ვარაუდით შემოვხაზე სავარაუდო პასუხები”,- გვითხრა აბიტურიენტმა.
აპლიკანტების ნაწილისთვის მათემატიკური ნაწილო უფრო რთული იყო. ნაწილის აზრით კი, ვერბალურის ტექსტები დიდი მოცულობის იყო და წასაკითხად დიდი დრო სჭირდებოდათ.
„მათემატიკური ნაწილი უფრო გამიჭირდა, საკმაოდ რთული იყო. ვერბალური რთული არ იყო, მაგრამ დიდი ტექსტები იყო წასაკითხი, სიტყვებიც საკმაოდ რთული და უცნობი იყო და დროში ცოტა გავიჭედე”, – ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი გლდანის საგამოცდო ცენტრიდან.
აპლიკანტები ვერბალურ ნაწილში მოსულ ანალოგიებსაც იხსენებენ.
პიკი და ქარიზმა; თანავარსკვლავი და ვარსკვლავი;
მეწყერი ნალექი: ჭოგრიტი მისანი;
“მათემატიკაში ბოლო ორი ამოცანა რთული იყო. თუმცა თავი გავართვი. ზოგადად, ძალიან რთული არ იყო, მაგრამ ფიქრი უნდოდა”, – გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
“არ იყო არც ძალიან ადვილი და არც ძალიან რთული. მე სათანადოდ ვიყავი მომზადებული, ამიტომ მათემატიკა უფრო გამიადვილდა. ერთ ამოცანას გავიხსენებ: რიცხვით ღერძზე ორი რიცხვია მოცემული, დადებითი და უარყოფითი. დადებითი უფრო გაზარდეს, უარყოფითი უფრო შეამცირეს, ანუ უფრო დააშორეს. დასმული იყო კითხვა – რომელი სიდიდე უფრო გაიზრდებოდა? პასუხები: ნამრავლი, სხვაობა, ჯამი და შეფარდება. მე სხვაობა დავწერე, რადგან სხვაობაა მათ შორის მანძილი. ანალოგიები – ხვლიკი-რეგენერაცია; თანავარსკვლავედი-ვარსკვლავი;“, – გვითხრა აბიტურიენტმა.
დღეს გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 95%–მდე გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 96%–ზე მეტი. დაგვიანებებს რაც შეეხება – პირველ სესიაზე 6 აბიტურიენტს დააგვიანდა.
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ხვალაც ჩააბარებენ, შემდეგ კი 2 დღე დაისვენებენ და ორშაბათს საგამოცდო პროცესი უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება.
„ძალიან ბევრი რთული სიტყვაა“ – აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის საკითხებზე საუბრობენ
მოამზადეს: თაკო მათეშვილმა, გვანცა ღვედაშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება