GE

„მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ უნარების ტესტში ანალოგიების ტიპის მარტივი დავალებები იყოს“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელ სოფო დოლიძის განმარტებით,   2018 წელს უნარების ტესტებში  სიახლის შეტანის მიზეზი მისი გამარტივება არ არის.

„სიახლის შემოთავაზების მიზეზი არ ყოფილა ტესტის გამარტივება, არამედ მეტი აქცენტის გადატანა უნარების მაქსიმალურ გამოვლენაზე. ჩვენ გვინდა მოვახერხოთ, რომ  ის დეფიციტი, რაც შეიძლება ლექსიკურ მარაგში ჰქონდეთ აბიტურიენტებს, რაღაცნაირად შევავსებინოთ წაკითხული ტექსტის გააზრების დახმარებით. ანალოგიების ბლოკი, რომელიც გადაინაცვლებს წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკში, აგებული იქნება ისე, რომ აბიტურიენტს სიტყვების წყაროს მასალას მისცემს ტექსტიდან. ანალოგიების რაოდენობა ტესტში ყო 12 ახლა იქნება სულ მცირე 8, შეიძლება იყოს მეტიც მაგალითად 10 ან 12.

„მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ტესტში ანალოგიების ტიპის მარტივი დავალებები იყოს. ეს დროის დაზოგვის საშუალებასაც აძლევს აბიტურიენტებს და ფსიქოლოგიურადაც კარგია როცა მარტივ, ლაკონურ დავალებას ხედავ და სწრაფად ართმევ თავს.  ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ბლოკი გამარტივდება ან გართულდება, შევეცდებით საშუალო სირთულის ანალოგიები შევთავაზოთ ჩვენს აპლიკანტებს. ძალიან ლაკონურ დავალებებს შევთავაზბთ ლოგიკაშიც, რომ წაკითხვაზე დიდი დრო არ დახარჯონ. რაც შეეხება დავალებათა რაოდენობას, ის არ იცვლება და  რჩება  80,“ – ამბობს სოფო  დოლიძე.

გაუდვილდებათ თუ არა განახლებული ტესტების ჩაბარება, ამის გარკვევა აბიტურიენტებს იმიტირებულ გამოცდებზე შეეძლებათ. გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საცდელი ტესტირება პირველ ეტაპზე ზოგად უნარებში ჩატარდება.

„ჩვენს აბიტურიენტებს  ვთავაზობთ ტესტირებებში მონაწილეობას მთელი წლის განმავლობაში. იდეის განხორციელებას სავარაუდოდ იანვრის თვიდან დავიწყებთ. მონაწილეობა სრულიად უფასო იქნება. უკვე მოვახერხეთ სპონსორების მოძიება, რომლებიც დაგვეხმარებიან და ფინანსურ მხარდაჭერას გაგვიწევენ რომ აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება გაიარონ რეპეტიცია. მოგვცემენ საშუალებას, რომ  ახალგაზრდებს შევუქმნათ მაქსიმალურად ის პირობები, რაც გამოცდის დღეს დახვდებათ. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს  ჩვენს შენობაში, თუმცა სპონსორებში არის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და არაა გამორიცხული იქ ჩატარდეს. პირველ ეტაპზე ეს გამოცდები უნარების საგანს შეეხება,“ – განაცხადა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ

ეროვნული გამოცდების უნარების ტესტის ნიმუშები და ესეს შეფასების კრიტერიუმები 2018

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური