GE

ნუ დატოვებთ 450 სტუდენტს უნივერსიტეტის მიღმა – ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ.

“ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის უსამართლოდ ჩამორთმევას და განათლების უწყებას მინისტრთან შეხვედრის თხოვნით წერილით მივმართავთ. ამავდროულად, ვითხოვთ განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრისგან, სანამ ჩვენ არ მოგვივა დასკვნა ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ გამოცხადდეს რიგგარეშე მობილობა, რათა ჩვენ გვქონდეს აპელაციის ვადები. ნუ დატოვებენ 450 სტუდენტს უნივერსიტეტის მიღმა. მე ვსაუბრობ სტუდენტების სახელით და არც ერთი სტუდენტი არ აპირებს მობილობის განხორციელებას, სანამ ბოლომდე არ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის უფლებებს”, – ამბობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნათია კონცელიძე.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური