„შეგიძლია“ – ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანია (+ვიდეო)
ახალ აკადემიურ წელს ალტე უნივერსიტეტი, ტრადიციულად, ახალი კამპანიით – „შეგიძლია“ – იწყებს.
კამპანია, ერთი მხრივ, მიმართულია აბიტურიენტებისაკენ, რომლებიც სწორედ ახლა შეუდგნენ ყველაზე კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებით სავსე გზას ცხოვრების ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, რომელსაც სტუდენტობა ჰქვია; ხოლო, მეორე მხრივ, ეს კამპანია ეხმიანება პირველკურსელების წარმატებას, რომელთაც ცდა არ დააკლეს და უდიდესი ძალისხმევის, მოთმინებისა და მონდომების შედეგად შეძლეს და მიაღწიეს თავიანთ პირველ მწვერვალს განათლების გზაზე და გახდნენ სტუდენტები.
თავდაჯერებულობა, ნებისმიერი ადამიანისთვის, წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის არის საფუძველი, რომელზეც ვაშენებთ ჩვენს მისწრაფებებს. საკუთარი თავის რწმენა გვეხმარება, გადავლახოთ გამოწვევები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. Სწორედ ამ რწმენის გაძლიერებას ემსახურება ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანია – „შეგიძლია“.
“ალტე უნივერსიტეტში ყოველწლიურად ვცდილობთ საინტერესო, სამოტივაციო კამპანია შევთავაზოთ საზოგადოებას, რათა გავაღვივოთ მათში მუდმივი განვითარების, ახლის შექმნის, მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის სურვილი. ქრონოლოგიურად თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ კამპანიებს, ვნახავთ, რომ ზუსტად მიჰყვება იმ გზას, რაც ადამიანმა უნდა გაიაროს, ერთი მხრივ, საკუთარი მთავარი მიზნის, საკუთარი ალტეს აღმოჩენამდე და, მეორე მხრივ, იმ თავდაჯერებულობის შესაძენად, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. „დაიწყე” იყო კამპანია, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ განვახორციელეთ და რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანებისთვის მოტივაციის მიცემას – გაებედათ და დაეწყოთ რაღაც ახალი, რადგან ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა ხშირად ყველაზე მეტ შიშთან და გარუკვევლობასთან ასოცირედება; შემდეგ იყო „ცდა არ დააკლო” – კამპანია, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის იმის ჩვენებაა, რომ როდესაც იწყებ რაღაც ახალს, გზად ბევრი დაბრკოლება შეგხვდება, მაგრამ მთავარია, არ დანებდე, ცდა არ დააკლო, იშრომო და შედეგს აუცილებლად დაინახავ; ახლა კი ლოგიკურად ვიწყებთ ახალ კამპანიას – „შეგიძლია”, რომლის ფარგლებშიც გვსურს, მუდმივი განვითარების სურვილის მქონე ყველა ადამიანს ნათლად დავანახოთ, რომ თუ გაბედავს და დაიწყებს, ცდას არ დააკლებს და მთელი გულით მოინდომებს, ყველაფრის მიღწევა შეუძლია..“ – ანი ამირანაშვილი – ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ალტე უნივერსიტეტს, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას, დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში და მესამე მისიის ფარგლებშიც არაერთ პროექტს ახორციელებს. პროექტები განკუთვნილია როგორც აბიტურიეტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული პირებისთვის, დამწყები მეწარმეებისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც განვითარებაში სჭირდებათ დახმარება. კამპანიის – „შეგიძლია“ – ფარგლებშიც ალტე უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში დააინიცირებს სხვადასხვა სახის საინტერესო და მხარდამჭერ პროექტებს: Შედგება შეხვედრები მოწვეულ სპიკერებთან, გაიმართება კონკურსები, ფორუმები, ვორკშოპები და მარათონები, მოეწყობა პროფესიული ბანაკები. აღნიშნული ინიციატივები პროცესის თითოეულ მონაწილეს დაეხმარება, გაითავისონ თავიანთი ძლიერი მხარეები და აღიარონ საკუთარი პოტენციალი. Მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ალტე უნივერსიტეტთან ერთად აღმოაჩინონ საკუთარი თავის რწმენის ძალა და ისწავლონ იმათგან, ვინც უკვე გაიარა მსგავსი გზები.
ალტე უნივერსიტეტში სჯერათ, რომ ყველა ადამიანს აქვს წარმატების მიღწევის პოტენციალი. Მთავარია, გამოწვევებით სავსე გზაზე დავიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობების და გვახსოვდეს:
რასაც გულით მოვინდომებთ, ყველაფერი შეგვიძლია!
- გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტს (EKA) შორის by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტსა და პორტუგალიის კოიმბრას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტსა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი