ოქროს და ვერცხლის მედლები წარჩინებულ მოსწავლეებს წლის ბოლომდე გადაეცემათ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით წახალისების პროგრამა წელსაც განხორციელდება, თუმცა მედალოსნები კუთვნილ ჯილდოს წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ.
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც 2015 წლის სწავლების 12 წელი წარჩინებით დაასრულეს კუთვნილი მედლები წლის ბოლომდე გადაეცემათ. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხდეს, ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
რა გახდა მედალოსნებისთვის ჯილდოს გადაცემის დაგვიანების მიზეზი, აღნიშნულზე თამარ სანიკიძის უწყებაში შემდეგი შინაარსის პასუხი აქვთ:
„მედალოსნობის კანდიდატთა სიების დადგენა გარკვეულ პროცედურებს უკავშირდება. სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს აწვდის მედალოსნობის კანდიდატთა სიებს და ჯერ რესურსცენტრში ხდება მათი გადამოწმება. ამასთანავე, სწავლის დასრულების შემდეგ, უამრავ მოსწავლეს უჩნდება პრეტენზია საკუთარ ნიშნებთან დაკავშირებით. თვლიან, რომ ეკუთვნოდა ოქროს თუ ვერცხლის მედალი და სამინისტროს შესაბამისი განცხადებებით მომრთავენ, რის შემდეგაც სამინისტრო დეტალურად სწავლობს სკოლის ჟურნალებს და სრულად იკვლევს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწარებას. ამ ხნის განმავლობაში სწორედ ხარვეზების შესწავლა მიმდინარეობდა, რომელიც ამ დროისთვის დასრულებულია. ამის შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი, რის შემდეგაც დამზადდეება სახელობითი მედლები, რასაც ასევე გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამიტომ, მედლებს მოსწავლეები მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებენ,”-განუმარტეს Aris.ge- განათლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
რაც შეეხება წარჩინებული მოსწავლეების მონაცემებს, სამინისტროს ინფორმაციით წელს ოქროს მედალს დაახლოებით 1600, ხოლო ვერცხლს დაახლოებით 1000 მოსწავლე მიიღებს.
„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“
წარჩინებულ მოსწავლეთათვის გადასაცემი ოქროსა და ვერცხლის მედლების დიზაინი დამტკიცდა
ეკა არის© წივწივაძე
- პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 16 მაისს დასრულდება – ვის ეხება II ეტაპი by ARIS.GE-განათლება
- მათემატიკის გაკვეთილი – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაში by განათლებული ბლოგი
- „ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული“ – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2024 by ARIS.GE-განათლება