GE

„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

medalosnebi-01Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით ხდება მოსწავლისთვის ოქროს ან ვერცხლის მედლის გადაცემა და აქვს თუ არა მედალოსან მოსწავლეს დამატებითი პრივილეგიები.

მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები რეგულირდება ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით (მუხლი 25), კერძოდ:

ოქროს მედალი:

„მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

ვერცხლის მედალი:

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა“.

მედლებს იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გადაწყვეტილებას მედლის გაცემის შესახებ კი სკოლა იღებს. „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“ 2008 წელს დაიწყო, თუმცა მედლების გაცემა 2009 წლიდან მიმდინარეობს (2009 წელს მედლები ერთდროულად გაიცა როგორც 2008 ისე 2009 წლის კურსდამთავრებულებისთვის). ინიციატორი კი მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო.

მედლების სისტემას Aris.ge – განათლებასთან განსხვავებულად აფასებენ სპეციალისტები:

IMG_0269სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელის და განათლების სპეციალისტის, თამარ მოსიაშვილი აზრით,  მოზარდს და საერთოდ, ყველა ადამიანს მოტივირებისთვის წახალისება სჭირდება. თუმცა მიაჩნია, რომ მოსწავლის შეფასება საშუალო არითმეტიკულით არაა სამართლიანი და ვერც მოსწავლის მოტივირებას იწვევს.

„თუ ბავშვმა ერთხელ მიიღო დაბალი შეფასება, მასწავლებელმა ჟურნალში ჩაუწერა, მაგიური საშუალო არითმეტიკულის გამო მოსწავლე ვერ გახდება ათოსანი და ერთი დაბალი ქულა მეათე კლასში მას უკარგავს შანსს, მიიღოს ოქროს მედალი. შეფასების სისტემა არ აფასებს მოსწავლის პროგრესს, დღეს მოქმედი შეფასების სისტემის ამოსავალი საშუალო არითმეტიკულია!

არ ვფიქრობ, რომ მედალი სწავლის ხარისხს ამაღლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ  დაჯილდოება კარგია.  კარგი იქნებოდა, სკოლას  ჯილდოები გაეცა სხვადასხვა საგანში წარმატებული მოსწავლეებისთვის. ამით მოსწავლეებს ვეტყოდით, რომ ვაფასებთ მათ შრომასა და მიღწევებს მათემატიკაში, ან ქართულში, ან სპორტში და ა.შ. შეიძლება მედალიც არ იყოს, და იყოს დიპლომი, ან სიგელი.

რატომ არ შეიძლება ძალიან წარმატებულ ადამიანად ჩავთავალოთ ის მოზარდი, რომელიც მაღალ კომპეტენციებს ფლობს მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ან ბუნებესმეტყველებაში და ათოსანი არ არის ქართულ ენასა და ლიტერატირაში?“, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ როდესაც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოზარდს ჯილდო გადაეცემა, ეს მისთვის გარკვეული სარგებლისა და უპირატესობის მომტანი უნდა იყოს. თუმცა თამარ მოსიაშვილი გამორიცხავს, რომ მედლების გაცემის წესის შემოღებით, ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ტრადიციას დაუბრუნდება, როგორც ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს:

„საბჭოთა კავშირში მედლების გაცემისას სერიოზული კორუფცია იყო. მედალოსანი მოსწავლე იღებდა სარგებელს და მას შეეძლო ჩაებარებინა 1 გამოცდა 4 გამოცდის ნაცვლად. მედალი მაშინ საკმაოდ ცუდ ასოციაციებთან იყო დაკავშირებული. მახსოვს, სკოლაში მოვიდა განათლების მაშინდელი განყოფილების წარმომადგენელი და ჩაატარა ე.წ. წერა. წერაზე მიღებული ნიშანი განსაზღვრავდა წარჩინებული მოსწავლე გახდებოდა, თუ არა მედლის მფლობელი. მედალს ერთი სარგებელი ჰქონდა, აბარებდი 4 გამოცდის ნაცვლად ერთს, ემზადებოდი 4 საგნის ნაცვლად ერთში. თუმცა მიჭირს შედარება, რადგან დღევანდელ მედალს ამ სარგებლის მოტანა არ შეუძლია. საბჭოთა კავშირი, საბედნიეროდ, წარსულია და ოქროს მედალში ოჯახებს ათასობით მანეთის გადახდა არ უწევთ, რომ მათმა შვილმა უმაღლეს სასწავლებელში ერთი გამოცდით ჩააბაროს“, – აღნიშნავს მოსიაშვილი.

news_1963საქართველოს განათლების ლიგის“ ხელმძღვანელი და განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ მედალს მოსწავლისთვის რაღაც სარგებლის მოტანა უნდა შეეძლოს. თუმცა განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მედლის გადაცემასთან ერთად დამატებითი ჯილდოს გაცემა გათვალისწინებული არ არის:

„ამ ოქროს მედალს უნდა ჰქონდეს დატვირთვა. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში კორუფციას ექნება ადგილი. კორუფცია ისედაც არის სკოლაში. ნებისმიერი ნიშანი კორუფციამ მოიცვა. კორუფცია არ არის, მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს რომ ამზადებენ?! ნიშანს რომ არ წერენ ან მაღალლს და ან დაბალს?!

რა თქმა უნდა, კარგია მედლები. მაგრამ ოქროს, ან ვერცხლის მედალს ვინც მიიღებს, მათთვის აუცილებლად უნდა იყოს წახალისება. ეს უნდა იყოს დაკავშირებული უმაღლესი ჩარიცხვასთან, ან ფულადი ჯილდო უნდა ეძლეოდეს მოსწავლეს, ან საჩუქარი. კი, ეძლევა ოქროს მედალი, მაგრამ ის ხომ ნამდვილი ოქრო არ არის?  – მედალს უნდა მოსდევდეს ან ფულადი ჯილდო, ან რაღაც საჩუქარი, ან უკონკურსო ჩარიცხვა უნივერსიტეტში. როდესაც მედალს იღებს მოსწავლე, ეს არანაირ უპირატესობას არ გულისხმობს და ეს ბავშვებში მოტივაციის გაქრობას იწვევს. კიდევ კარგი, არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც სტაბილურებად სწავლობენ“, – აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.

Aris.ge – განათლების კითხვაზე, რა უჯდება 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეების მედლებით წახალისება, უწყებაში  ასე გვიპასუხეს:

„2015 წლის ბიუჯეტი შეადგენს 114 500 ლარს, თუმცა სიების დაზუსტების შემდეგ მოხდება ბაზრის კვლევა მედლების დამზადების ფასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შესაძლებელია ეს ციფრი შეიცვალოს (დაზუსტდეს)“,  – განგვიცხადეს სამინისტროში.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ასევე დასაზუსტებელი აქვს მედალოსანთა სიაც. როგორც ცნობილია, კომაროვის სკოლისმწიგნობართუხუცესის, #199 სკოლის მოსწავლეები არ არიანს 2014-2015 წლების მედალოსანთა  სიაში.

წლევანდელი სიები ჯერ ბოლომდე დაზუსტებულია არ არის. განსახილველია ხარვეზების ამსახველი სიები, რის საფუძველზეც დიდი ალბათობით მედალოსან კანდიდატთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეთა მონაცემები მოხვდა ხარვეზების ამსახველ სიაში. სამინისტრო შეისწავლის რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილ სიებში ასახულ ხარვეზებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მედალოსნობის კანდიდატთა სიების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში განხორციელდება შესაბამისი დამატება/ცვლილება,“ – გვიპასუხეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

რაც შეეხება წინა წლებში გაცემული მედლების რაოდენობას, სტატისტიკა ასე გამოიყურება.

Untitled

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სიის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური