GE

“ორგანიზაციული მენეჯმენტი” – ტრეინინგი

ტემპუსის საგრანტო პროექტის “530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR: MASTER IN HIGHER EDUCATION MANAGEMENT: DEVELOPING LEADERS FOR MANAGING EDUCATIONAL TRANSFORMATION” ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: “ორგანიზაციული მენეჯმენტი”.

ეკონომიკის დოქტორმა კონსტანტინე მეგრელიშვილმა აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების მენეჯმენტი გააცნო. ასევე ისაუბრა მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამედროვე მიღწევებზე. ტემპუსის პროექტის ფარგლებში, ევროპელი პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა სამაგისტრო პროგრამა “უმაღლესი განათლების მენეჯმენტი”.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი მენეჯერების მომზადება.

სამაგისტრო პროგრამა “უმაღლესი განათლების მენეჯმენტი” მომზადდა ტემპუსის საგრანტო პროექტის (530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR: MASTER IN HIGHER EDUCATION MANAGEMENT: DEVELOPING LEADERS FOR MANAGING EDUCATIONAL TRANSFORMATION ფარგლებში.

პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთში განათლების რეფორმებისთვის მხარდაჭერა კვალიფიციური კადრების მომზადებაში ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით. სამაგისტრო პროგრამა “უმაღლესი განათლების მენეჯმენტი” შემუშავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა გუნდის მიერ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე.

პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძენენ ყველა იმ კომპეტენციას, რაც აუცილებელია ეფექტური მართვისთვის, ლიდერობისა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისათვის. მათ გააზრებული ექნებათ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ეფექტური საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი გარემოს ორგანიზებისთვის.

პროგრამის მიზანია ყველა დაინტერესებულ პირს ეროვნების, სარწმუნოების და პოლიტიკური ნიშნით კუთვნილების მიუხედავად შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება, აღზარდოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი მენეჯერი, რომელიც იქნება მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულების პრინციპების მატარებელი პიროვნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური