„პრეტესტის შედეგების ჩვენებამ მოსწავლეს, შესაძლოა, არასწორი მოლოდინები გაუჩინოს“ – ნაეკის განმარტება
20 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საატესტატო გამოცდის პრეტესტი მიმდინარეობს. წელს პრეტესტის ფარგლებში სიახლეა – გამოცდის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისთვის უცნობი რჩება, რა ქულა აიღო.
აღნიშნულ საკითხზე და ცვლილების მიზეზის გასარკვევად Aris.ge-განათლება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ,,ნაეკში” განმარტავენ, პრეტესტის შედეგების ჩვენებამ მოსწავლეს, შესაძლოა, არასწორი მოლოდინები გაუჩინოს.
,,პრეტესტის – ე.წ. სავარჯიშო დღის მიზანი არ არის მოსწავლის შეფასება. ამ პროცესის დანიშნულებაა, მოსწავლეები გაეცნონ საგამოცდო პროცედურებს, მის ტექნიკურ მხარეს, ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოწმდება ყველა სკოლაში სისტემის გამართულად მუშაობაც. პრეტესტისას შედეგის ჩვენებამ , შესაძლოა, არასწორი მოლოდინი გაუჩინოს მოსწავლეს, ამის გათვალისწინებით პრეტესტზე მოსწავლე არ შეფასდება,”- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
რაც შეეხება ზოგად სავარჯიშო დღეს მოსული კითხვების სირთულეს, როგორც მეთორმეტეკლასელები ამბობენ, პრეტესტი რთული არ იყო და იმედს გამოთქვამენ, რომ გამოცდაც შესაბამისი სირთულის იქნება.
საატესტატო გამოცდების წინ წასაკითხი რჩევები საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან
მე-12 კლასის 2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი
ეკა არის© წივწივაძე
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან