ქარის შედეგად დაზიანებული 20 საჯარო სკოლა შეკეთდება – სკოლების სია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს სხვადასხვბა რეგიონის ოცი ქარისგან დაზიანებული სკოლა შეკეთდება.
სამუშაოების შესასრულებლად მომსახურების გამარტივებულ შესყიდვას განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
“საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული საჯარო სკოლების ქარის შედეგად დაზიანებული შენობებისა და მათი სახურავების შეკეთების სამუშაოების შესყიდვა”, – ვკითხულობთ განკარგულებაში.
სკოლების ჩამონათვალი:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა;
- ქალაქ ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლა;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა;
- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლა;
- გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის 1-ელ საჯარო სკოლასთან შერწყმული სამესხიო კორპუსი;
- ქალაქ ფოთის მეექვსე საჯარო სკოლა;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა;
- აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის საჯარო სკოლა;
- ქალაქ გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლა;
- ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლასთან შერწყმული სოფელ ჩაბინაანის კორპუსი;
- ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ქალაქ თელავის მე-3 საჯარო სკოლა;
- ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლა;
- დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლა;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლა;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლა;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლა;
- ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლა.
მთავრობის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა 18 მარტს მოაწერა ხელი და უკვე ძალაშია.
ასევე იხილეთ:
700-მდე მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი შეწყდა – სოფელ რუხის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი დაუზიანა
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE