700-მდე მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი შეწყდა – სოფელ რუხის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი დაუზიანა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლას, რომელშიც 688 მოსწავლე ირიცხება, ქარმა სახურავი დაუზიანა, რის შედეგადაც დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
როგორც სკოლის დირექტორი, ედუარდ ციკოლია EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 07:00 საათის შემდეგ მოხდა. ადგილზე მისულ დირექტორს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კი სახურავის ნახევარი უკვე დაზიანებული დახვდათ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სასწავლო პროცესის აღდგენის ზუსტ თარიღს ვერ გვისახელებს.
„ზუსტად როდის აღდგება სასწავლო პროცესი დღეს ამაზე საუბარი გამიჭირდება. ცხრისნახევარზე მოვედი და დამხვდა ასეთი მდგომარეობა. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მობილიზებულები ვართ, ველოდებით შესაბამისი უწყებებიდან ადამიანებს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნას დადებენ, შემდეგ კი ვეცდებით, რომ მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში დაბრუნდნენ ბავშვები სკოლაში“, – განგვიცხადა ედუარდ ციკოლიამ.
დირექტორის თქმით, მოსწავლეების სხვა შენობაში განთავსება და გაკვეთილების ჩატარება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ „ამას ნებართვები, მშობლების თანხმობა და სხვა რესურსები სჭირდება“. გაცდენილი საათები კი საგაკვეთილო პროცესის აღდგენის შემდეგ ანაზღაურდება.
ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის შეძლებს 688 მოსწავლე სწავლის გაგრძელებას.
მოამზადა თამუნა კირკიტაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება