GE

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის ლიკვიდირებას სამსაშველოს სამსახურის ოთხი ბრიგადა ცდილობს. სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

სკოლის პედაგოგების თქმით, მათ დაკვამლიანება შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

წყარო: ქუთაისიპოსტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური