ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი პარლამენტშია – როდის დაიწყება განხილვები
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო ვერსია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, საკანობმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა.
როგორც დღეს, 25 აპრილს, საქართველოს პარლამენტში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, დოკუმენტი უკვე შეტანილია და შესაბამის პროცედურებს გადის.
“შემოიტანეს და დარეგისტრირდა, ორშაბათს (29 აპრილს) იქნება პარლამენტის ბიუროს სხდომა და საკითხი ჯერ იქ გავა, შემდეგ კი დაეწერება შესაბამის კომიტეტს – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტს”, – განგვიცხადეს პარლამენში.
რაც შეეხება ზგემის დოკუმენტის საკომიტეტო და სასესიო განხილვებს, როგორც ირაკლი კობახიძის 24 აპრილის განკარგულებაში ვკითხულობთ, “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების” დოკუმენტის შესახებ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დანიშნულია განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ზგემის პროექტის პირველად ვარიანტში „დაზუსტდა და ჩასწორდა რიგი საკითხები“, თუმცა სამინისტროსვე განმარტებით, მხოლოდ იმ წინადადებებს გაითვალისწინებდნენ, რაც მათთვის არის რაციონალური.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება