GE

რა უფლებები მიენიჭათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლებთან მიმართებით აჭარაში – განათლების მინისტრის ბრძანება

აჭარაში საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებების გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. ახალი დებულებით გაიწერა რესურსცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და ამოცანები; რესურსცენტრის მართვის საკითხები და უფროსის უფლება-მოვალეობანი; საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვალდებულებები და სხვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 22 აპრილს დაამტკიცა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი დებულება, რომელიც ზრდის მათ უფლებებს სკოლებთან მიმართებით.

მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიზნებში არის მაგალითად შემდეგი ჩანაწერი: რესურსცენტრების კომპეტენციაში არ შედის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება, თუმცა ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის უფლებამოსილებას, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით, მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ.

დებულებაში მოცემულ დეტალებს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიზნების, საქმიანობის სფეროს, მისი ამოცანების, ასევე მართვის, დაფინანსების, ქონების კონტროლისა და ანგარიშგების საკითხებზე, გაეცანით მინისტრის, მაია ხაჯიშვილის ბრძანებაში.

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური