GE

რა პირობით მიიღებენ 300 ლარს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები წალკაში

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ დოკუმენტი დღეს, 25 იანვარს გამოქვეყნდა და როგორც საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ, წალკის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის 300 ლარიან, ერთჯერად დახმარებას გასცემს.

იმისთვის, რომ წარჩინებულმა მოსწავლემ დახმარება აიღოს, საჭიროა, ჰქონდეს სოციალურად დაუცველი სტატუსი 100 000-მდე სარეიტინგო ქულით.

„სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100 000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორც დადგენილებაშია მითითებული, დახმარების მიღების მსურველმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში გარკვეული დოკუმენტები უნდა წარადგინოს:

  • წერილობითი განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
  • ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური