GE

რა პრინციპით იწარმოებს პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაცია – დამატებითი ინფორმაცია მშობლებისთვის

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება. მანამდე საჯარო სკოლებში უკვე უნდა იყვნენ დარეგისტრირებული ის პირველკლასელები ვისი დედ-მამიშვილიც უკვე სწავლობს სასურველ სკოლაში. რაც შეეხება ონლაინრეგისტრაციას, მას წელსაც,  წინა წლების მსგავსად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩაატარებს. რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში გაიმართება,  მშობელმა კი განაცხადები ვებგვერდზე: www.registration.emis.ge უნდა შეავსონ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ განუცხადა, ბაზები უკვე მზად არის.  ,,წელსაც წინა წლების მსგავსად ველოდებით,  რომ ხარვეზების გარეშე ჩატარდება რეგისტრაციის პროცესი, სისტემა სრულ მზადყოფნაშია. რაც შეეხება სიახლეებს რეგისტრაციის პროცესში  წელს სიახლეები არ არის“.

ონლაინ რეგისტრაციაზე წინა წლების მსგავსად კვლავ მისათითებელი იქნება პირველკლასელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მშობლების პირადობის ნომრები და სასურველი სკოლის ნომერი.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში, აპრილის შუა რიცხვებში, გამოქვეყნდება მოდელირებული სარეგისტრაციო  ფორმაც. სადაც დეტალურად იქნება ასახული, თუ რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მშობელმა შვილის სასურველ სკოლაში დასარეგისტრირებლად.

ონლაინ რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი მშობლებმა უკვე შერჩეულ სკოლას უნდა მიაკითხონ და საჭირო საბუთები წარადგინონ. მათ შორის: ბავშვის ორიგინალი დაბადების მოწმობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჯანმრთელობის ცნობა (ე.წ. ფორმა 100); ორი ფოტო სურათი 3X4-ზე;  მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.  ხოლო თუ აპლიკანტი სოციალურად დაუცველი ან დევნილია, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ იმ ბავშვს, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უკვე შესრულებული აქვს,

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლისთვის 4 აპრილს დაიწყება – პროცედურები

სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური