GE

რამდენი ავტომობილი ჰყავს და რას ხარჯავს განათლების სამინისტრო ტრანსპორტირებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ბალანსზე 150 ავტომობილია. 2019 წლის ბოლო სამ თვეში უწყების მიერ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციისთვის 37 123 ლარია ათვისებული, ხოლო საწვავში 87 434 ლარია დახარჯული.

სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ მონაცემები, აუდიტის სამსახურის 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტრაციული ხარჯების შეჯამებაშია გამოქვეყნებული.

გარდა აღნიშნულისა, აუდიტმა შეისწავლა უწყების თანამშრომელთა ხელფასების, მივლინებებისა და დანამატების შესახებ ხარჯებიც.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური