GE

სკოლის მანდატურის სამსახური ახალ თანამშრომლებს მიიღებს – ვაკანსიები რეგიონების მიხედვით და ვადები

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. უწყება სოციალური მუშაკის შერჩევას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აპირებს. განაცხადები კი 2024 წლის 12 აგვისტოდან 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

მანდატურის სამსახურის მიერ დღეს, 12 აგვისტოს, გავრცელებული ინფორმაციით, ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი – 5 ვაკანსია; კახეთის ცენტრი – 5 ვაკანსია; შიდა ქართლი – 2 ვაკანსია; ქვემო ქართლის ცენტრი – 4 ვაკანსია; სამცხე – ჯავახეთის ცენტრი – 2 ვაკანსია;  სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი – 3 ვაკანსია; აჭარისა და გურიის ცენტრი – 5 ვაკანსია, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი – 10 ვაკანსია.

იხილეთ ვაკანსიები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით

სოციალური მუშაკის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

  • კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).

განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ – სააპლიკაციო ფორმა (სოციალური მუშაკი)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ ფოსტაზე hr@mandaturi.gov.ge უნდა გაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  •  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);
  • აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი)
  • ან არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხის სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი).

იხილეთ ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური