GE

რატომ შეწყდა სააღმზრდელო პროცესი თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში – სააგენტოს განმარტება

თბილისის N37 საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, შეწყვეტის მიზეზი ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობის არადამაკმაყოფებლობაა, ამის შესახებ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება, EDU.ARIS.GE-ს დედაქალაქის მერიამ დღეს, 9 თებერვალს მიაწოდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და მისი ნგრევის საშიშროება არ არსებობს, შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის
გათვალისწინებით, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა”, – ვკითხულობთ მოწოდბულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება აღსაზრდელების ბედს, ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს მშობლების სურვილისამებრ, დროებით, ახლომდებარე ბაღებში რეგისტრაციას შესთავაზებს, საიჯარო ფართის შერჩევის შემდეგ კი, ბაღი კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

N37 საბავშვო ბაღის შენობა ისნის რაიონში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე 2016 წელს აშენდა და გაიხსნა. ბაღი 587 აღსაზრდელს ემსახურება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური