GE

როდის და როგორ შეუძლია აბიტურიენტს სკოლაში აბიტურის საათით სარგებლობა

თუ თქვენ აბიტურიანტი ხართ და გინდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის სათანადოდ მოემზადოთ, შეგიძლიათ აბიტურის საათი გამოიყენოთ და თითოეულ საგანში, რომელშიც „კატ“-ის გამოცდა ბარდება დამატებით, სრულიად უფასოდ, სასურველ მასწავლებელთან იმეცადინოთ. სკოლა ვალდებულია აბიტურის საათით თითოეული მსურველი უზრუნველყოს და მას სასურველ მასწავლებელთან დამატებით მეცადინეობის შესაძლებლობა მისცეს.

აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება და იგი იმ საგნებშია გათვალისწინებული, რომლებშიც სკოლის გამოსაშვები გამოცდა ბარდება. მისი მიზანია თიუთოეულ მოსწავლეს ხელი შეუწყოს ნასწავლი მასალის კიდევ ერთხელ გამეორებაში და  სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოამზადოს. აბიტურის საათზე დასწრება ნებაყოფლობითია და ამაში  „არა“ არ იწერება.

იმისათვის, რომ აბიტურის საათი საგაკვეთილო ცხრილში ჩაისვას, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას თქმით, შემდეგი პროცედურა არსებოს:

„მოსწავლეს შეუძლია მიმართოს დამრიგებელს, ან ნებისმიერ მასწავლებელს. უბრალოდ, რაკი დამრიგებელი ასეთ საკითხებს კურირებს, სჯობს მან დაარეგულიროს, რომ იცოდეს რომელ საგანში რამდენი ბავშვია მსურველი და საგაკვეთილო ცხრილი შესაბამისად გაწეროს. მსურველთა რაოდნეობას მნიშვნელობა არ აქვს და ერთი ბავშვიც რომ იყოს, სკოლა ვალდებულია მას აბიტურის საათი შესთავაზოს. სახელმწიფო ამაში თანხას იცდის.

„მსურველებს მეცადინეობის დაწყება უკვე შეუძლიათ. სასკოლო სასწავლო გეგმა წლის დააწყისშივე დგინდება და მოსწავლეებს აქედანვე შეუძლიათ თავიანთი სურვილი დააფიქსირონ“, – აცხადებს იგი.

რაც შეეხება სიხშირეს, ქართულში, მათემატიკაში,  ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში კვირაში თოთო საათი ჩატარდება. უცხოური ენისათვის კი კვირაში ორი საათია გამოყოფილი და ის შეიძლება პირველ და მეორე უცხოურ ენებზე გადანაწილდეს.

აბიტურის საათიდან „სარგებელი“ მოსწავლის გარდა მასწავლებელსაც აქვს. ისინი ამაში დამატებით ანაზღაურებას იღებენ იმდენს, რამდენითაც ერთი საგაკვეთილო საათი ფასდება.

„პედაგოგიც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მისი მოსწავლე შესაბამისად იყოს მომზადებული და გამოსაშვები გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენოს“, – ამბობს ჩიქობავა.

2017 წლის მაღალქულიანი აბიტურიენტების წარმატების ფორმულა მომდევნო წლის აბიტურიენტებისთვის

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური