GE

როგორ შემოწმდება პირის ასაკი სამორინეში, აზარტულ კლუბში თუ სათამაშო აპარატების სალონში დაშვებამდე – ცვლილებები კანონებში

ბავშვის უფლებათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განმარტებულია, რომ ბავშვის სამორინეში, აზარტულ კლუბში, სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვების, ან/და ბავშვის მომგებიან თამაშობაში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის საკითხი წესრიგდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ამ კანონში შესული ცვლილებების თანახმად კი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, გარდა წამახალისებელი გათამაშებისა, მათ შორის სისტემურ-ელექტრონული აზარტული თამაშის ორგანიზების შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი და ასევე, დამოკიდებულ პირთა სიაში ან /და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები:

„აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის , 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის /მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა ) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან /და თამაშობაში (მათ შორის , სისტემურ -ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან /და მომგებიან თამაშობაში ) მონაწილეობა. თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება“.

გარდა ამისა, როგორრც საქართველოს კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ბრძანებაში ჩაიწერა, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის , სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში.

იხილეთ ბრძანება ცვლილებების შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური