რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და რამდენი ადგილია თითოეულზე – გამოცდები 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და უკვე ცნობილია ის, თუ რომელ არჩევით საგნებს მიანიჭეს წელს უპირატესობა აბიტურიენტებმა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული საგნების პირველი სამეული ისევ არ შეცვლილა:
„არჩევითი საგნებიდან გეოგრაფიის გამოცდა ყველაზე პოპულარულია, იგი 13 ათასზე მეტმა აპლიკანტმა აირჩია. ოდნავ ნაკლებმა – ისტორია და მას მათემატიკა მოჰყვება,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ თითოეულ არჩევით საგანზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას:
გეოგრაფია – დარეგისტრირდა – 13500-ზე მეტი;
ისტორია – დარეგისტრირდა – 12500-ზე მეტი;
მათემატიკა – დარეგისტრირდა – 8200-ზე მეტი;
ბიოლოგია – დარეგისტრირდა – 4700-მდე;
ლიტერატურა – დარეგისტრირდა – 4500-მდე;
სამოქალაქო განათლება – დარეგისტრირდა – 1900-ზე მეტი;
ქიმია – დარეგისტრირდა – 1800-ზე მეტი;
ფიზიკა – დარეგისტრირდა – 800-ზე მეტი;
ხელოვნება – დარეგისტრირდა – 300-მდე.
შეგახსენებთ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის. შესაძლოა მათში ცვლილება შევიდეს, ვინაიდან აბიტურიენტებს საგანში საკუთარი არჩევანის შეცვლის საშუალება 20 მაისამდე აქვთ.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში არჩევითი საგნების მიხედვით გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ადგილი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ ისტორიის ჩაბარების მსურველებისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ცოტა კი – ხელოვნების.
თითოეული საგნის მონაცემი ადგილების რაოდენობით ასეთია:
გეოგრაფია – 8646 ადგილი;
ისტორია – 11264 ადგილი;
მათემატიკა -10168 ადგილი;
ბიოლოგია – 3680 ადგილი;
ლიტერატურა – 5017 ადგილი;
სამოქალაქო განათლება – 2331 ადგილი;
ქიმია – 2201 ადგილი;
ფიზიკა – 1999 ადგილი;
ხელოვნება – 545 ადგილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს სულ 41 ათას 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
სტუდენტობისათვის წელს 41 200 აბიტურიენტი იბრძოლებს – რამდენი მიიღებს სასწავლო გრანტს
გასულ წლებში გამოყენებული ტესტები
თაკო არის© მათეშვილი
-
2024 წელს საქართველოში 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი – მიზეზები by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
განათლების უფლება საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი უახლეს ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
რომელ 10 საჯარო სკოლას უწევს მონიტორინგი ავტორიზაციის საბჭოსგან – სკოლების სია by ARIS.GE-განათლება 1 აპრილი, 2025