GE

რომელ პრაქტიკოს მასწავლებლებს ექნებათ ტესტირებაზე გასვლის უფლება – ცვლილება გამოცდის ჩატარების წესში შევიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 17 სექტემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში.

მასწავლებლების ნაწილი კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ნოემბერში ჩააბარებს – გადაწყვეტილება

კერძოდ, განისაზღვრა, რომ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტირებაზე რეგისტრაციის გამოცხადებისას ცენტრი განსაზღვრავს, რომ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს აქვს.

როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და გამოცდას ისინი ნოემბერში ჩააბარებენ.

გივი მიქანაძის ბრძანების თანახმად, საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა საგნის გამოცდაში, გამოცდაზე მიღებული შედეგის მითითებით.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლების ნაწილი კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ნოემბერში ჩააბარებს – გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური