რომელ ქალაქებში გაიხსნება 2019 წლის აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრები – სია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წელს ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალში ხულოს ცენტრის არჩევაც შეეძლებათ.
მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა 2018 წელს სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ცენტრი ვეღარ გაიხსნა.
2019 წელს გამოცდები 11 ქალაქში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი და ხულო.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა – პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.
3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.
ამავე თემაზე:
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება
-
თსუ-ის სოც.პოლის პროფესორების წინააღმდეგობა უნივერსიტეტების გაერთიანებას – ღია წერილი და ხელმომწერთა სია
by ARIS.GE-განათლება
-
3 286 ხელმოწერა – რას მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევრები, პროფესორები, კურსდამთავრებულები
by ARIS.GE-განათლება