ვინ და როდის უნდა წარადგინოს “ნაეკში” სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აპლიკანტთა გარკვეულმა ნაწილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.
თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, ელექტრონული რეგისტრაციისას უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ვალდებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე) წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 2 მაისის 18:00 საათამდე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნული თარიღის შემდგომ ცნობის წარდგენისას აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით. 2019 წლის 2 მაისის შემდგომ წარმოშობილი ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს ასეთი დარღვევის წარმოშობიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა;
– გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა;
– გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში აბიტურიენტის დაკავების/დაპატიმრების შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტის გამოცდაზე დასაშვებად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ვინ უნდა წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რა ვადებში:
- თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი:
– აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;
– აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას).
- აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
- ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ატესტატის ან მისი ასლის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ იმ აპლიკანტებს, რომლებიც წელს დაამთავრებენ სკოლას. ასევე ატესტატის ან მისი ასლის წარდგენის გარეშე შეძლებენ 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას/მონაწილეობას გასულ წლებში სკოლის გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები, რომლებსაც დაძლეული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა და ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ მიღებული.
ამავე თემაზე:
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019
რეგისტრაცია 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო – როგორ დავრეგისტრირდეთ
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024