რომელ საგანზე რამდენი პედაგოგი დარეგისტრირდა – გამოცდები 2017
პედაგოგთა გამოცდებისათვის ყველაზე მეტი – 5 000 აპლიკნტი დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ნაკლები – 20 – ფრანგული ენის.
მოგეხსენებათ, პედაგოგთა გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წელს აპლიკანტთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 27 400-მდე. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ხოლო ნაწილი პროფესიაში შესვლის მსურველი.
ცენტრში ამას სქემაში შესული ცვლილებებითა და საკრედიტო ქულების განაწილების ახალი წესით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ დაინტერესება სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა.
EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა მონაცემები, თუ რომელ საგანზე რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული:
დაწყებითები – 5 000-მდე;
ინგლისური ენა – 2 100-ზე მეტი;
მათემატიკა (I-VI) – 2 100-მდე;
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები ) – 1 800-ზე მეტი;
ისტორია – 1 300-ზე მეტი;
ქართული ენა და ლიტერატურა – ( VII-XII კლასები) -1 200-ზე მეტი;
მათემატიკა – (VII-XII კლასები) – 1 200-ზე მეტი;
სპორტი – 1 100-ზე მეტი;
მუსიკა – 1 000-მდე;
გეოგრაფია – 800-ზე მეტი;
ბენებისმეტყველება – 800-ზე მეტი;
რუსული ენა – 700-ზე მეტი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 700 -მდე;
ფიზიკა – 680-ზე მეტი;
ბიოლოგია – 680-ზე მეტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 650-ზე მეტი;
სამოქალაქო განათლება – 650 -მდე;
ქიმია – 600-ზე მეტი;
ქართული, როგორც მეორე ენა– 500-მდე;
გერმანული ენა– 100-ზე მეტი;
ფრანგული ენა – 20-ზე მეტი.
მათგან 13 200-ზე მეტი აპლიკანტი კი დამატებთ პროფესიული უნარების გამოცდაზეც გავა. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ.
გამოცდები ზაფხულში ჩატარდება.
2017 წლის პედაგოგთა გამოცდაზე უპრეცედენტო რაოდენობის აპლიკანტი დარეგისტრირდა
გასულ წლებში გამოყენებული ტესტები
მოამზადა თაკო მათეშვილმა
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება