საბაუნის ინგლისური ენების ცენტრის ხელმძღვანელის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
29 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური ენების ცენტრის ხელმძღვანელისა და ასოცირებული პროფესორის, შორენა გოგიაშვილის ახალი წიგნის – „იურიდიული ინგლისურის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმძღვანელო მიზნად სამართლის სფეროში ინგლისური ენის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ისახავს.
წიგნში წარმოდგენილია 50 ყველაზე ხშირად გამოყენებული იდიომა, რომლებიც იურიდიულ კონტექსტში კომუნიკაციას ამარტივებს.
საბაუნი ულოცავს პროფესორ შორენა გოგიაშვილს მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას უსურვებს.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი