„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 26 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც თეორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებასთან აერთიანებს და მკითხველს სამართლებრივი პრაქტიკის მრავალმხრივ ხედვას სთავაზობს.
გამოცემის ავტორები არიან: გიორგი ცერცვაძე, ოთარ მაჩაიძე, გიორგი სვანაძე და ლაშა ცერცვაძე.
სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი რესურსია როგორც იურიდიული სფეროს სტუდენტებისთვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისთვის.
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ქალთა სოციალური და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
პირველად საქართველოში – სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით საბაუნიში
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი