საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა რიცხვოვნობა გაიზარდა – სტატისტიკა
საქართველოს საჯარო სკოლებში უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მოსწავლეთა რიცხვოვნობის ზრდა ფიქსირდება, თუმცა ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2000-2001 სასწავლო წლებში დაფიქსირებულ რიცხვს, როცა საჯარო სკოლებში 704 546 მოსწავლე ირიცხებოდა, აქედან 347 108 გოგონა იყო, 357 438 ბიჭი.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2000-2001 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კლების ტენდენცია შეინიშნება და ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2015-16 სასწავლო წლებში დადის, როცა მათი რიცხვი 498 873 შეადგენს. მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია კვლავ იწყება 2016-17 წლებიდან – 508 888, აქედან 243 219 გოგონა, 2017-18 წ.წ – 518 038 მოსწავლე, მათ შორის 248 268 გოგონა და 2018-19 სასწავლო წლებში – 523 958 მოსწავლე, 251 726 გოგონა.
საჯარო სკოლები, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა
მოსწავლეთა რიცხვის ზრდის ტენდენცია განსხვავებულია საჯარო სკოლების საფეხურების მიხედვით, 2018-19 სასწავლო წლებში, დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეთა რიცხვი, ბოლო შვიდი წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. აღნიშნულ წელს დაწყებით საფეხურზე ირიცხებოდა 283 ათასი მოსწავლე, წინა სასწავლო წელს – 274 ათასი, 2016-17 სასწავლო წელს -270 ათასი. 2015-16 წ.წ კი – 261 ათასი.
რაც შეეხება საბაზო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა ბოლო ორი სასწავლო წლის მანძილზე უცვლელია და შეადგენს 134 ათასს, ხოლო 2016-17 სასწავლო წლებში არის -28 ათასი. 2015-16 წლებში- კი 125 ათასი.
108 საჯარო სკოლა წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა – სკოლების ჩამონათვალი
საქსტატის მონაცემების თანახმად, მოსწავლეთა რიცხვის კლება შეინიშნება საშუალო საფეხურზე 2018-19 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში აღნიშნულ საფეხურზე ირიცხებოდა 108 ათასი მოსწავლე, 2017-18 წლებში – 110 ათასი მოსწავლე. 2016-17 წლებში კი -111 ათასი მოსწავლე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE