სამინისტროში ისიც კი არ იციან, როდის დასრულდება უფასო ფაკულტეტებზე მუშაობის პროცესი
უფასო ფაკულტეტების სია ჯერ ისევ უცნობია. როგორც ირკვევა, ჯერ-ჯერობით სამინისტროში ისიც კი არ იციან, თუ როდისთვის დასრულდება სამუშაო პროცესი.
“უფასო ფაკულტეტებს ჯერ ვერ ვუტევთ. ჯერ სამუშაო პროცესში ვართ, უნდა გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ. მსოფლიო ბანკთან და სხვა კონსულტანტებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მივიღოთ სქემა, რომელიც ჩვენს დანახარჯებს უფრო ეფექტურს გახდის და ამ უმუშევრების ქარხანას რამენაირად გააჩერებს. ჯერ დაახლოებითი ვადებიც არ ვიცით. მე უფრო ადრე მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა,” – განუცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს.
შემცირდება თუ არა უფასო ფაკულტეტების რაოდენობა – მინისტრის ორაზროვანი პასუხი
იხილეთ გასული სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალი:
2016-17 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია
მოამზადა თაკო მათეშვილმა
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან