GE

საქართველოში ზოგადი განათლებისა და სკოლების ახალი მოდელით დაფინანსების ამოქმედების სავარაუდო დრო ცნობილია

ფოტო –
პირველი კლასიკური გიმნაზია, არის ჯი (c)

დღეს, 4 აპრილს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ თანხმობისთვის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ იქნა დადგენილების პროექტი ვადების გადაწევის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებისა და საჭირო აქტივობების დასრულებისთვის, როგორებიცაა: ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა, ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის საფუძველზე საჯარო სკოლებისთვის დაფინანსების მიღება, ახალი რეგულაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჩარიცხვისთვის, ასევე ახალი მოდელით ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სკოლების დიგიტალიზაციის პროცესი.

როგორც ცვლილებების წარმდგენმა, განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა განმარტა, ყველა ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ მეტი დრო საზოგადოების ინფორმირებისთვის სჭირდებათ.

“რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ 2022 წლის 30 მარტის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ პირველ ცვლილებას. წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად დადგენილი ვადების ცვლილებას და მათი დაახლოებით ერთი წლით გადავადებას.

“მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დამტკიცებულია პროგრამა “საქართველოს ადამიანური კაპიტალი” რომელიც მიზნად ისახავს მათ შორის განათლების სექტორში არსებული გამოწვევების მოგვარებას. პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 358 მლნ ევროზე მეტს და მათ შორის განათლების სექტორის წილია 158 მილიონი. ჩვენ ვითხოვთ ვადების ერთი წლით გადაწევას იმ თვალსაზრისით, რათა მათი (ზემოაღნიშნული რეფორმებისა და ცვლილებების) იმპლემენტაცია მოხდეს ისე, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს გათვითცნობიერებული ამ რეფორმების არსსა და მის განხორციელებაში”, – განაცხადა ნოდარ პაუკაშვილმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს წარდგენილ ცვლილებაზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტმა 84 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ.

ამავე თემაზე:

NAEC-მა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური