როგორ დაინიშნება და გათავისუფლდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც საჯარო სამსახურში ახალი სტატუსის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის შემოღებას ითვალისწინებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება კანონპროექტის ავტორებს ასე აქვთ განმარტებული:
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობისა და დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, საჭიროებს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან მიმართებით საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფას. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ცენტრის საქმიანობაზე არ გავრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10/1 და 10/2 მუხლები (რაც ნიშნავს, რომ ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი)”, – ვკითხულობთ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ცვლილების შემდგომ დამდგარ შედეგს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, გაძლიერდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა.
თუმცა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ ცვლილებაში ვკითხულობთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები იქნებიან, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა. ცვლილებებით ზუსტდება, რომ აღნიშნულ სუბიექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნორმები გავრცელდება.
დამატებული ბ1 ქვეპუნქტი: “სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე, თუ მას არ უკავია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი, მიუხედავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებისა კვლავ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით გადაწყდება.
რას ითვალისწინებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10/1 და 10/2 მუხლები.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე