სასკოლო ასაკის ბიჭების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია აცხადებს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვებისა, სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებშია ჩართული.
ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში კვლევა ჩაატარა და 14-იდან 18 წლამდე ასაკის 500 მოზარდი გამოკითხა. შედეგების თანახმად, მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს.
„გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მოსწავლემ მიიღო. საიდანაც 55 % იყო ბიჭი, ხოლო 45 % გოგო. გამოკითხულები იყვნენ 14 -დან 18 წლამდე მოზარდები. ტენდენცია გვაქვს ასეთი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დამოკიდებულებაც 15-დან 18 წლამდე მოზარდების შემთხვევაში სტატისტიკა იზრდება და შეადგენს 59%-ს. წყაროებში თუ როგორ იგებენ ისინი ონლაინ სამორინეების შესახებ, ლიდერობს ინტერნეტ რეკლამა 75%, ასევე პრობლემაა ბილბორდების თემაც, ბევრი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ონლაინ სამორინეების რეკლამებია განთავსებული. გამოვიკვლიეთ ასევე, რომ რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად, თავად ინტერნეტ სამორინეებს აქვთ კონტორლის ძალიან სუსტი მექნიზმები, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია დარეგისტრირება და შემდგომში თამაში. ჩავატარე ცდა, ჩემი შვილი პირადი ნომრით, რომელიც არის 5 წლის, ჩვეულებრივად დავარეგისტრირე ერთ-ერთ ონლაინ სამორინეში. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ ახლო მომავალში ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს ინიციატივით, რომ შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამა და ასევე ონლაინ სამორინეებს ჰქონდეთ წვდომა სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, რომ არასრულწლოვნებმა დარეგისტრირება ვეღარ შეძლონ“, – აცხადებს გუგა ბესელია.
თ.ვ.
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE