GE

სასკოლო თემთან მომუშავე სოციალური მუშაკების ვაკანსიები გამოცხადდა – ხელფასი და ფუნქციები

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაკების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლებსაც სკოლებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან მუშაობა ევალებათ.

როგორც მანდატურის სამსახურის მიერ 18 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სოცმუშაკების ფუნქციებში, რომელსაც სპეციალური კონკურსის სახით შეარჩევენ, შედის სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლებისათვის. სოცმუშაკმა უნდა განახორციელოს სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტები სკოლის ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან.

სოციალური მუშაკის ფუნქციებში ასევე შედის:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
  • ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებასა და სოციალურ კონსულტირება;
  • კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.

კონკურსის პირობების თანახმად, კანდიდატს, რომელიც მომავალში მოსწავლეეთან იმუშავებს და ხელფასი 1 500 ლარი ექნება (დარიცხული), მოეთხოვება:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელურობა, გამართულად მეტყველების უნარი, ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი, სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი.

ვაკანსიათა ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით:

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი

  • ქ. თბილისი – 15 ვაკანსია;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის – 1 ვაკანსია;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი

  • თელავის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი (სოფელი დუისი და სოფელი ჯოყოლო) -2 ვაკანსია;
  • ლაგოდეხის მინიციპალიტეტი -1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი

  • ქ. გორი – 1 ვაკანსია;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ქარელის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი

  • ქ. რუსთავი -2 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი

  • ახალციხის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ასპინძის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ქ. ფოთი – 1 ვაკანსია;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი

  • ქ. ბათუმი – 2 ვაკანსია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • შუახევის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი

  • ქუთაისი – 1 ვაკანსია;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ონის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 18 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათლით. სად და რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, რა ეტაპების გავლა მოუწევს და რის ცოდნა მოეთხოვება კონკურსისთვის კანდიდატს, იხილეთ ბმულზე.

ასევე იხილეთ:

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს: გაწყვეტილების მიღების პროცესში მოუსმინეთ ბავშვებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური