სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე – ცნობილი შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის პრაქტიკა და თანამედროვე ამერიკული ბიზნეს-გამოცდილება!
სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე – Hotel Institute Montreux (HIM) აერთიანებს ცნობილ შვეიცარიულ სტუმარმასპინძლობის პრაქტიკებს თანამედროვე ამერიკულ ბიზნეს გამოცდილებასთან. ინსტიტუტში შეძენილი ბიზნესის უნარები სტუდენტს ეხმარება საერთაშორისო კარიერის განვითარებაში და ერთი ინდუსტრიიდან მეორეში სწრაფ გადანაცვლებაში.
სპეციალიზაციები, როგორებიცაა ფინანსური ანალიზი და აქტივების მართვა, ადამიანური კაპიტალი და დეველოპმენტი, ასაკოვანი ადამიანების მომსახურების მენეჯმენტი, ლუქს ბრენდების მენეჯმენტი, ბიზნესისა და მენეჯმენტის მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობით არის შემოთავაზებული, რაც სტუდენტებს საერთაშორისო ბიზნესის სამყაროზე ხედვას უყალიბებს. სასტუმრო ინსტიტუტი მონტრეს პარტნიორის, ნორთვუდის უნივერსიტეტის (აშშ) [Northwood University, USA] აკადემიური ხარისხი ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა ბიზნესის მენეჯმენტის უნარების განვითარებას და მათ ძალიან მოთხოვნადს ხდის სტუმარმასპინძლობასა და სხვა სექტორებში.
როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს აქვთ ძლიერი ბიზნეს-ორიენტაცია და ამ სფეროს ლიდერი კომპანიების მიერაა მხარდაჭერილი.
ბაკალავრიატის სტუდენტები ორმაგ ხარისხს სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტსა და ბიზნესის ადმინისტრირებაში (სპეციალიზაციით) სასტუმრო ინსტიტუტ მონტრესა და ნორთვუდის უნივერსიტეტისგან (აშშ) [Northwood University, USA] მიიღებენ.
სასტუმრო ინსტიტუტ მონტრეში სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახში არ მიმდინარეობს. განათლების მიმართ დინამიური მიდგომა აერთიანებს კვლევასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს, რომლის დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის უნარები განავითარონ მასტერკლასების, ადგილობრივ ბიზნეს-დაწესებულებებში ვიზიტებისა და რეალური პროექტების კეთების პროცესში.
საბაკალავრო პროგრამა | ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში (სპეციალიზაციით)
მიიღეთ ორმაგი დიპლომი, სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე და ნორთვუდის უნივერსიტეტისგან (აშშ) [Northwood University, USA] , შეარჩიეთ სპეციალიზაციები, როგორებიცაა ფინანსური ანალიზი და აქტივების მართვა, ადამიანური კაპიტალი და დეველოპმენტი, ასაკოვანი ადამიანების მომსახურების მენეჯმენტი, ლუქს ბრენდების მენეჯმენტი და ფრანშიზის ბიზნესის მენეჯმენტი, რომლებიც შემოთავაზებულია გლობალური ინდუსტრიის გამოჩენილ ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
მონტრეს კამპუსი
ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლის დაწყება: ივლისი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 144’500 შვეიცარიული ფრანკი (სამი წლის სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
სამაგისტრო პროგრამა | ბიზნესი
სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია ნორთვუდის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ და შესანიშნავი ვარიანტია სტუდენტებისთვის, რომელთაც სწრაფი კარიერული წინსვლა სურთ.
ეს პროგრამა ერთწლიანია და სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე სტუდენტებზეა გათვლილი. სწავლის პირველი ექვსი თვე შვეიცარიაში მიმდინარეობს, დანარჩენი ექვსი თვე კი დისტანციურად, არასავალდებულო სტაჟირებასთან ერთად.
მონტრეს კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: ივლისი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 39’900 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
ფინანსური შეღავათები
ფინანსური შეღავათები შეზღუდული ოდენობით არის დაწესებული და უპირატესობა ენიჭებათ ადრეულ აპლიკანტებს.
საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრო პროგრამა სტუმარმასპინძლობის მართვაში (სპეციალიზაციით)
ეს აკრედიტებული პროფესიული სამაგისტრო პროგრამა უვითარებს სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის უნარ-ჩვევებს მსურველებს, რომელთაც სტუმარმასპინძლობისა და ბიზნესის საერთაშორისო სფეროში აღმასრულებელი პოზიციების დაკავება სურთ. პროგრამა ბიზნესზეა ორიენტირებული და შემდეგ სპეციალობებს აერთიანებს : ფინანსური ანალიზი და აქტივების მართვა, ადამიანური კაპიტალი და დეველოპმენტი, ასაკოვანი ადამიანების მომსახურების მენეჯმენტი, ლუქს ბრენდების მენეჯმენტი და ფრანშიზის ბიზნესის მენეჯმენტი.
მონტრეს კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: ივლისი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 42,200 შვეიცარიული ფრანკი
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფის (SEG) წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
მონტრეს კამპუსი
სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე, ქალაქ მონტრეს შუაგულში, ჟენევას ტბის ნაპირას მდებარეობს, ალპების ულამაზეს ფონზე. კამპუსი ჟენევას ტბიდან და რკინიგზის სადგურიდან სამი წუთის სავალზეა და სხვადასხვა აქტივობისთვის ძალიან ხელსაყრელია. ჟენევას აეროპორტი ერთი საათის სავალზე მდებარეობს, რაც ევროპის მარტივად დათვალიერების საშუალებას იძლევა.
სკოლა რამდენიმე შენობისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. ყველა შენობა გარემონტებულია და თანამედროვე, უახლესი სასწავლო თუ საცხოვრებელი საშუალებებითაა აღჭურვილი. მთავარი აუდიტორიები და კათედრები სასტუმრო ,,ევროპაში’’ მდებარეობს.
=
სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიული სკოლა (SHMS) – ნამდვილ სტუმარმასპინძლობას აქ ასწავლიან!
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ