შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფი (SEG) – ლიდერია სტუმარმასპინძლობის სფეროში განათლების მიღების კუთხით!
სტუმარმასპინძლობის შვეიცარიულ ტრადიციაზე დაყრდნობით, შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფს (SEG) სტუმარმასპინძლობის, ბიზნესის მენეჯმენტის სფეროსა და კულინარიაში თითქმის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს. SEG-ის მიზანია, მომავალ სპეციალისტებს პროფესიული და სამეწარმეო უნარები გამოუმუშაოს, რაც სტუმარმასპინძლობისა და ბიზნესის სამყაროში ძალზედ მოთხოვნადია.
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფი მაღალხარისხიან უმაღლეს და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს გვთავაზობს, რომლებიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ არის აკრედიტებული. SEG-ის სკოლები განაწილებულია შვეიცარიის ექვს კამპუსში, სადაც, მსოფლიოს 110 ქვეყნიდან ჩასული დაახლოებით 6,000 სტუდენტი სწავლობს. ჯგუფი შვეიცარიის უდიდესი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა სტუმარმასპინძლობისა და ბიზნესის სფეროში.
Hotel Institute Montreux (HIM)
სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე სტუდენტებს სთავაზობს ცნობილ შვეიცარიულ პრაქტიკას თანამედროვე ამერიკულ ბიზნეს გამოცდილებასთან ერთად. ფინანსური ანალიზი და აქტივების მენეჯმენტი, ადამიანური კაპიტალი და დეველოპმენტი, ასაკოვანი ადამიანების მომსახურების მენეჯმენტი, ფრანშიზის ბიზნეს მენეჯმენტი, ლუქს კლასის ბრენდის მართვა – ეს სპეციალობები მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობით არის შემოთავაზებული.
Swiss Hotel Management School (SHMS)
სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიულ სკოლაში სტუდენტები ცხოვრობენ და სტუმარმასპინძლობის სპეციალობას ისეთ სამუშაო გარემოში სწავლობენ, სადაც ასახულია რეალური ცხოვრებისეული სიტუაციები, უზარმაზარი საბანკეტო დარბაზების, სპა კომპლექსებისა და რესტორნების ჩათვლით. SHMS-ი სტუდენტებს სთავაზობს კლასიკურ განათლებას სტუმარმასპინძლობის სფეროსა და ღონისძიებათა მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლა მათ ასარჩევად ისეთ უნიკალურ მიმართულებებს სთავაზობს, როგორებიცაა სასტუმროს, კურორტისა და ველნესის მენეჯმენტი, სტუმარმასპინძლობისა და სასტუმროს დიზაინის მენეჯმენტი, სტუმარმასპინძლობისა და ციფრული სარგებლის პროცესის მენეჯმენტი.
Culinary Arts Academy Switzerland (CAAS)
შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემიის (CAAS) სტუდენტებს ძალიან გამოცდილი გუნდი – კულინარიული ინდუსტრიის ლეგენდები ასწავლიან, ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით. CAAS-ი ერთადერთი კულინარიული სკოლაა, რომელიც QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში არის მოხვედრილი, რაც სწავლებისა და სამუშაო გარემოს საუკეთესო ხარისხზე მიუთითებს.
César Ritz Colleges Switzerland (CRCS)
შვეიცარიის სეზარ რიცის სახელობის კოლეჯი ინარჩუნებს სტუმარმასპინძლობის სფეროში შვეიცარიელი პიონერის, სეზარ რიცის სულისკვეთებას და სტუდენტებს სთავაზობს მრავალკამპუსიან სასწავლო გარემოს მეწარმეობასა და ბიზნესის მართვაზე ფოკუსირებით. აქ სტუდენტები მუშაობენ ბიზნეს-გეგმის შექმნაზე, უყალიბდებათ კვლევითი უნარები ინოვაციური ბიზნეს-შესაძლებლობების გამოსაკვლევად და შეძენილი ცოდნისა და ტექნიკის მეშვეობით მდგრადი და სარგებლიანი ბიზნესის წარმოებას სწავლობენ.
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფი თანამშრომლობს ინდუსტრიის მაღალი რეპუტაციის მქონე ლიდერებთან, რომლებიც სტუდენტებს დარგში უახლეს გამოცდილებას უზიარებენ და ყველა შესაძლებლობას აძლევენ მათ რათა პროფესიული უნარები შეიძინონ.
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს რეკრუტირების საერთაშორისო ფორუმით სარგებლობაც შეუძლიათ. ეს ექსკლუზიური ღონისძიება წელიწადში ორჯერ იმართება. ფორუმზე სტუდენტები 30 ქვეყნიდან 120 რეკრუტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, შედეგად კი სტაჟირებასა და ტრენინგებზე თანხმდებიან, სრულ განაკვეთზე სამუშაოზე საქმდებიან.
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფის კურსდამთავრებულები სტუმარმასპინძლობისა და ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში მთელ მსოფლიოში არიან დასაქმებულები. 35 სტუდენტური გაერთიანება, რომელშიც 24,000 მეტი კურსდამთავრებულია გაწევრიანებული, სფეროში ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში.
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფის (SEG) წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
რატომ უნდა ისწავლოთ შვეიცარიაში?
შვეიცარიამ საუკუნეზე დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა თანამედროვე სტუმარმასპინძლობის დამაარსებლის სახელი. დღეს, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო სკოლებია განლაგებული.
2020 წლის მონაცემებით, შვეიცარია ევროპაში მე-2 (მსოფლიოში მე-4) ქვეყანაა, უცხოელი სტუდენტების მიხედვით! თუ თქვენ ასევე შვეიცარიის ალპების მშვენების, ლამაზი ქალაქების ხილვა და მსოფლიოში განთქმული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, შვეიცარია საზღვარგარეთ სწავლისთვის დიდებული ვარიანტია.
ლე ბუვრეს, ლუცერნის, ბრიგის, მონტრეს, კოსა და ლეზენის კამპუსები
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ