სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიული სკოლა – ნამდვილ სტუმარმასპინძლობას აქ ასწავლიან!
სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიული სკოლა – Swiss Hotel Management School (SHMS) ყოფილი Swiss Palace-ის სასტუმროებში არის განლაგებული. სკოლაში ასწავლიან პრინციპით „სწავლა მოქმედებით“. სტუდენტები სტუმარმასპინძლობის სპეციალობას ისეთ სამუშაო გარემოში ეუფლებიან, სადაც ასახულია რეალური ცხოვრებისეული სიტუაციები – ლუქს კლასის საბანკეტო დარბაზების, სპა კომპლექსებისა და მრავალფეროვანი რესტორნების ჩათვლით. SHMS-ი დერბის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს (დიდი ბრიტანეთი) [University of Derby,UK] და დიპლომებს სწორად დერბის უნივერსიტეტი გასცემს.
SHMS-ი მსურველებს სთავაზობს სტუმარმასპინძლობის კლასიკურ კურსს, ღონისძიებების მენეჯმენტის კურსს და ასევე უნიკალურ პროგრამებს, როგორებიცაა კურორტისა და ველნესის მენეჯმენტი, სასტუმროს დიზაინი და მენეჯმენტი, სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი და ციფრული სარგებლის პროცესის მენეჯმენტი (Digital Value Creation), მათ შორის აუგმენტურ და ვირტუალურ რეალობის ინტეგრაციას ასწავლიან, ანუ ციფრულ სამყაროს რეალურ ცხოვრებაში. კურსდამთავრებული შეძლებს, წარმატებას მიაღწიოს სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტის კონკურენტულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში. პროგრამაში გაერთიანებულია აკადემიური და გამოყენებითი მენეჯმენტის ტრენინგები, რომლებიც შემუშავებულია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. სკოლას კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი აქვს.
SHMS არის პირველი სტუმარმასპინძლობის სკოლა მსოფლიოში და პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი შვეიცარიაში, რომელმაც მოიპოვა პრესტიჟული “Apple Distinguished School”-ის აღიარება, რომელიც მხოლოდ წარმატებულ საგანმანათლებლო ცენტრებს ენიჭებათ. ისინი ტექნოლოგიის გამოყენების ინოვაციურ გზებს ირჩევენ სასწავლო მიზნების მისაღწევად და სტუდენტებს შთაგონებისთვის კრეატიულობას, თანამშრომლობასა და კრიტიკული აზროვნებას უვითარებენ, პარალელურად კი ისეთ გარემოს ქმნიან, სადაც მოსწავლეები აღფრთოვანებულები და დაინტერესებულები არიან სწავლის პროცესით.
SHMS ექსპერიმენტული და სიტუაციური სწავლის მოდელის მომხრეა და სტუდენტებში პრაქტიკული უნარებისა და ციფრული კომპეტენციების დანერგვას უწყობს ხელს.
საბაკალავრო პროგრამები | სასტუმროს მენეჯმენტი
საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში სამი მიმართულებით (არჩევით) :
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობისა და ღონისძიებების მენეჯმენტი
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობისა და სასტუმროს დიზაინის მენეჯმენტი
საბაკალავრო მოდულები ემყარება სამკომპონენტიან სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია გლობალურ ტენდენციებზე, ბიზნეს სტრატეგიასა და ოპერაციულ მენეჯმენტზე.
პირველი ორი წლის განმავლობაში სტუდენტები ერთნაირი პროგრამით სწავლობენ, ხოლო მესამე წელს შერჩეული პროგრამის მიხედვით, სტუმარმასპინძლობას, ღონისძიების მენეჯმენტს ან სასტუმროს დიზაინს სწავლობენ.
პირველი ორი წლის მანძილზე სტუდენტები კოს კამპუსში სწავლობენ, შემდეგ კი ლეზენის კამპუსში გადაინაცვლებენ. ყველა მიმართულების სტუდენტისთვის სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ლექცია საერთო იქნება, ასევე ზოგიერთ პროექტს ერთად შეასრულებენ, VIP ბანკეტებსაც ერთობლივად გაუწევენ ორგანიზებას.
სამწლიანი სასწავლო გეგმის დასკვნითი ფაზაა ბაკალავრის ხარისხი, რომელიც აკრედიტებულია გაერთიანებული სამეფოს დერბის უნივერსიტეტის მიერ [University of Derby,UK].
კოს და ლეზენის კამპუსები
ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლის დაწყება: სექტემბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 137’990 შვეიცარიული ფრანკი (სამი წლის სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
ფინანსური შეღავათები
ფინანსური შეღავათები შეზღუდული ოდენობით არის დაწესებული და უპირატესობა ენიჭებათ ადრეულ აპლიკანტებს.
სამაგისტრო პროგრამები | სასტუმროს მენეჯმენტი
სამაგისტო პროგრამა საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესის მენეჯმენტში
საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესის მართვის სამაგისტრო პროგრამა 18 კვირა გრძელდება და დაყოფილია ორ ნაწილად (ცხრა-ცხრა კვირიან ეტაპებად), შემდეგ კი სტუდენტები სავალდებულო სამსახურს იწყებენ და საკონსულტაციო პროექტებზე ნაწილდებიან. მაგისტრის ხარისხი აკრედიტებულია გაერთიანებული სამეფოს დერბის უნივერსიტეტის მიერ [University of Derby,UK].
კოს კამპუსში მცხოვრები სტუდენტები თეორიას შეისწავლიან და ახლადშეძენილ ცოდნასა და უნარებს მუდმივად მზარდ სასტუმროს საოპერაციო ბიზნესში გამოიყენებენ.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ევალებათ 4-6-თვიანი სტაჟირების გავლა, რაც განათლების პრაქტიკული გამოყენების საშუალებასა და პროფესიული კავშირების ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
კოს კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: სექტემბერი/ნოემბერი, 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში.
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 38’200 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესის, კურორტის და ველნესის მენეჯმენტში
სტუდენტს შეუძლია აირჩიოს კამპუსში სწავლა ან დისტანციური (ონლაინ) სწავლების ფორმატი!
გადაეშვით ინდუსტრიის პოპულარულ მიმართულებებში, გამოიმუშავეთ მენეჯერის უნარები, შეიძინეთ საჭირო გამოცდილება კვებისა და სასმელების, ღონისძიებებისა თუ გამაჯანსაღებელ ინდუსტრიაში – ჩაერთეთ პროფესიულ, ონლაინ სამაგისტრო პროგრამაში!
გარდა ამისა, ონლაინ სწავლა თქვენთვის ხელსაყრელ რეჟიმში შეიძლება! ონლაინ მოდელი იდეალური ვარიანტია აქტიური პროფესიონალთათვის, რომელთაც კარიერული წინსვლა სურთ.
საწყისი ერთკვირიანი მოდულის შემდგომ, რომელიც საფუძველს უყრის დისტანციურ სწავლების პროცესს, პროგრამა ცხრა ონლაინ მოდულით გრძელდება, რომელთა გავლაში პედაგოგი გეხმარებთ. პროგრამას კამპუსში სამკვირიანი პრაქტიკული მეცადინეობებით და ინდივიდუალური ბიზნეს პროექტით ამთავრებთ.
სწავლა ლეზენის კამპუსში ან დისტანციურად
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: სექტემბერი/ნოემბერი, 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი სასტუმროს მენეჯმენტში და მინიმუმ ოთხთვიანი სამუშაო გამოცდილება;
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში და მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე სტუმარმასპინძლობის / ტურიზმის ინდუსტრიაში;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
კამპუსში სწავლის სრული საფასური – 38,200 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის საფასურის, ბინისა და საკვების ხარჯების ჩათვლით).
დისტანციური სწავლის სრული საფასურია 19,800 შვეიცარიული ფრანკი
სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში სამი მიმართულებით (არჩევით):
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობისა და ციფრული სარგებლის პროცესის (Digital Value Creation) მენეჯმენტი
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობისა და სასტუმროს დიზაინის მენეჯმენტი
სამეცნიერო მაგისტრის ხარისხი სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო მენეჯმენტის კურსდამთავრებულს გაერთიანებული სამეფოს დერბის უნივერსიტეტთან [University of Derby,UK] პარტნიორობით ენიჭება. პროგრამის განმავლობაში ისწავლება საოპერაციო მენეჯმენტი, თანამედროვე ბიზნეს-აზროვნება, ბიზნესის სტრატეგია, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება და სხვა.
ინდივიდუალური სასწავლო მოდული სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ, გააანალიზონ და შექმნან მთავარი პროდუქტი მათ მიერ არჩეულ თემაზე.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა 4-6-თვიანი აუცილებელი სტაჟირება უნდა გაიარონ, რომელიც განათლების პრაქტიკული გამოყენებისა და პროფესიული ქსელის ზრდის შესანიშნავ საშუალებას იძლევა.
ლეზენის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: სექტემბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი სტუმარმასპინძლობის ან ღონისძიებათა მენეჯმენტში;
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში, დარგში მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით მენეჯერის/ხელმძღვანელის პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
აპლიკანტები დარგში 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით მენეჯერის/ხელმძღვანელის პოზიციაზე, შესაძლოა განიხილონ უმაღლესი საგანმანათლებლო კვალიფიკაციის გარეშეც.
სწავლის სრული საფასურია 39,330 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
მეორე უმაღლესი განათლების დიპლომი
საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესის მენეჯმენტი
საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესისა და ღონისძიებათა მენეჯმენტი
მეორე უმაღლესი განათლების პროგრამა იდეალურია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საბაკალავრო ხარისხი უკვე აქვთ მიღებული სხვა დისციპლინაში, მაგრამ სურთ სტუმარმასპინძლობის სფეროში კარიერის გაგრძელება და შემდგომში ამ სფეროში სამაგისტრო ხარისხის მიღება.
პროგრამა დაგეგმილია იმგვარად, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ პირდაპირ სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძონ სწავლა ლეზენის კამპუსში და მიიღონ მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სასტუმროს, კურორტისა და ველნესის მენეჯმენტში ან საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში.
ლეზენის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: სექტემბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში ან სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერ ინდუსტრიაში.
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 34’900 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
უნივერსიტეტი “კატოლიკას“ წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის როლი სასწავლო პროსესში
სკოლის კურსები შემუშავებულია ინდუსტრიის წარმომადგენელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ისინი სწავლობენ სკოლის შედეგებს და სასწავლო მოდულების შინაარსის განახლებაში იღებენ მონაწილეობას, რითაც პროგრამის ხარისხის შესაბამისობას საბაზრო მოთხოვნებთან უზრუნველყოფენ.
პარტნიორობა აუმჯობესებს სასწავლო გამოცდილებას, სტუდენტს ანებივრებს მასტერკლასებით, ვიზიტებითა და სიტუაციური მაგალითების განხილვით, სტაჟირებით, ტრენინგებით მენეჯმენტში და კარიერული შესაძლებლობებით.
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ